ორი საშინაო ნიღაბი მყისიერი ეფექტით. დაუბრუნებს კანს სიმტკიცესა და ტონუსს

4123

თუ სახის კანის გამაახალგაზრდავებელ ამ მარტივ კურსს ჩაიტარებთ, საგრძნობლად შეიმცირებთ ნაოჭებს ზომაში, გადაიჭიმავთ კანს და გაითანაბრებთ მის ტონს. 2 თვის განმავლობაში კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა თქვენს რეალურ ასაკთან შედარებით რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.

პომიდვრისა და სახამებლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ერთი საშუალო ზომის პომიდორი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1/2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

ინსტრუქცია: 

გათალეთ პომიდორი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული ფაფა კარგად წაისვით მთელ სახის კანზე, თვალების გარშემო, კისერზე და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ მკვებავი კრემი.

ეს ის ნიღაბია, რომელიც სწრაფად დაუბრუნებს თქვენს კანს ტონუსს, გაათანაბრებს მის ტონს და საგრძნობლად შეამცირებს ნაოჭებს ზომაში.

მკვებავი კრემი ბანანით

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ბანანის რბილობი
  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1 ს.კ. ნაღები

ინსტრუქცია:

მოამზადეთ ერთვაროვანი მასა ყველა ინგრედიენტის შერევით. მიღებული ნარევი კარგად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყალით. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კვირაში ორი ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა დაახლოებით 2 თვეში გაცილებით უფრო მხნედ და ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.

ორივე ნიღაბი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, რაც აუცილებელი წინაპირობაა კარგი გარეგნობისა და სილამაზის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!