მსოფლიოში № 1 პროდუქტი ჭარბი ქოლესტერინის, გულის შეტევის, ჰიპერტონიისა და ინსულტის წინააღმდეგ

2518

მკვებავი ნივთიერებების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, ფინიკს ჩვენი ჯანმრთელობისთვის უამრავი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:

გვიცავს სტენოკარდიისგან

ფინიკი კალიუმის მდიდარი წყაროა, რომელიც ინსულტის თავიდან ასაცილებლად და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მინერალია.

ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს

ფინიკი სისხლძარღვებს წმენდს და თრომბების წარმოქმნას აფერხებს. ამრიგად, ეს ნაყოფი ქოლესტერინის არაჯანსაღ დონეს არეგულირებს.

არეგულირებს არტერიულ წნევას

ნატრიუმის და კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ფინიკი მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა რეგულარულად უნდა მიიღონ. 5-6 ცალი ნაყოფი დაახლოებით 80 მგ მაგნიუმს შეიცავს, რაც სისხლის სწორი მიმოქცევისთვის აუცილებელია. 370 მგ მაგნიუმის დახმარებით არტერიული წნევის ეფექტურად შემცირებას შეძლებთ.

აძლიერებს გულის კუნთს

ღამით რამდენიმე ფინიკი წყალში დაალბეთ, დილით კურკები მოაშორეთ და კოქტეილს დაუმატეთ ან იმწამსვე შეჭამეთ.

ამარცხებს დიარეას

ფინიკი კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც ფაღარათს თავიდან აგაცილებთ. ფინიკი კუჭის და ნაწლავების ფლორას აუმჯობესებს, ასევე კარგ ბაქტერიებს მხარს უჭერს.

შეიცავს ძალიან დიდი რაოდნეობით რკინას

რკინა ბავშვებში და ორსულ ქალებში ანემიის დროს წარმოუდგენლად სასარგებლოა. 100 გრ ფინიკი 0,9 მგ რკინას შეიცავს, რაც დღიური რეკომენდებული დოზის 11%-ია. რკინა სისხლში ჟანგბადის მიმოქცევას ხელს უწყობს და ჰემოგლობინსა და ერითროციტებზე დადებით გავლენას ახდენს.

კურნავს ყაბზობას

მსუბუქი საფაღარათო ეფექტის წყალობით ფინიკი ყაბზობას კურნავს. უბრალოდ მთელი ღამე მცირე რაოდენობით წყალში დაალბეთ და დილით შეჭამეთ.

გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში

დილით, ცარიელ კუჭზე ფინიკის მიღება წონის მომატებას აფერხებს. ფინიკი ქოლესტერინს არ შეიცავს, ამიტომ წონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ფინიკი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ ჭარბი რაოდენობით არ მიიღოთ.