რომელი ძვირფასი ქვაა თქვენთვის წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი თილისმა

0
8228

ძველ დროში მიიჩნეოდა, რომ ძვრიფასი ქვები მაგიური და სამკურნალო თვისებებით იყო დაჯილდოებული: ისინი იცავდა და იფარავდა ადამიანს, რომელიც ამ ქვებს ატარებდა, მოჰქონდა მათთვის კარგი ბედ-იღბალი, მეტი სიმდიდრე, წარმატება და ა.შ.

კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, ასეთი ძვირფასი ქვების მაგიური ძალა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად არის შერჩეული მეპატრონისთვის.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, თუ რომელი ძვირფასი ქვა შეგეფერებათ პირადად თქვენ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

რომელი ძვირფასი ქვა უნდა ვატაროთ? 

1. ვერძი

თილისმანის სახით ვერძებისთვის ყველაზე შესაფერისი ალმასია. ეს ქვა მის მეპატრონეს, რომელიც ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადა, დამატებით ძალებს ანიჭებს. გამომდინარე ვერძების რთული ხასიათიდან, მათთვის მართლაც ზედგამოჭრილია ალმასი, რადგან ამ ქვას მათთვის სიმშვიდის შენარჩუნება და მათი დადებითი მხარეებისა და თვისებების (მაგ: მიზანდასახულობა, შეუპოვრობა) გაძლიერება შეუძლია.

გარდა ალმასისა, თქვენ შეგეფერებათ: ამეთვისტო, იასპი, საფირონი და ბროლი.

2. კურო

თუ კუროსთვის ძვირფასი ქვის ჩუქებას გადაწყვეტთ, შეაჩერეთ არჩევანი იმ ქვაზე, რომელიც მათში ხასიათის უარყოფითი მხარეების უკანა ფონზე გადატანას შეძლებს. ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ზედგამოჭრილია ზურმუხტი, რადგან კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ მეპატრონეს ეს ქვა ჰმატებს თავდაჯერებულობას და აჯილდოებს სიბძრნითა და მიზანდასახულობით.

გარდა ზურმუხტისა, კუროებისთვის შესაფერისია: ვარდისფერი კვარცი, საფირონი და აქატი. 

3. ტყუპები

ქვა-თილისმანი ტყუპებისთვის აქატია. ასეთი თილისმანი მათ ნაკლებს და უარყოფით თვისებებს გადაფარავს, დაემხარება მეპატრონეს სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში.

გარდა აქატისა, ტყუპებისთვის შესაფერისია: ტოპაზი და საფირონი. 

4. კირჩხიბი

არ არსებობს უფრო მეტად შესაფერისი ქვა კირჩხიბებისთვის, ვიდრე მარგალიტია. ეს თილისმანი კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მეპატრონეს უეჭველად მოუტანს წარმატებას, გააღვივებს მასში ხასიათის დადებით თვისებებს და განუვითარებს ინტუიციას.

ზურმუხტი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქვა კირჩხიბებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ ემოციების გაკონტროლებაში და მელანქოლიის ჩახსობაში, რაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

5. ლომი

ზოდიაქოს ამ ცეხლოვანი ნიშნისთვის, რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი ქვაა შესაფერისი. ქარვა – ქვა-თილისმანი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ის თქვენ წარმატებასა და ხალხისგან კეთილგანწყობას მოგიტანთ. მიიჩნევა, რომ ამ ქვას მზე განაგებს, ისევე როგორც ადამიანს, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენელია. ეს მინერალი დაგეხმარებათ უძილობისა და სტრესის დამარცხებაში, გაგიძლიერებთ ჯანმრთელობასაც.

ქრიზოლიტი – კიდევ ერთი შესაფერისი ქვა ლომებისთვის, რომელიც მათ ზედმეტი ეგოისტობის დამარცხებაში დაეხმარება.

გარდა ამ ქვებისა, ლომებისთვის შესაფერისი თილისმანებია: კვარცი, ტოპაზი, ძოწი და სარდიონი.

6. ქალწული

თუ თქვენ ქალწულის ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, თქვენთვის შესაფერისი თილისმანი ვერცხლში ამოვლებული ქრიზოლიტია. ის თქვენ გაგხდით კიდევ უფრო მიმზიდველს და დაგეხმარებათ იღბლის მიზიდვაში.

ქალწულებისთვის შესაფერისი კიდევ რამდენიმე ქვაა: იასპა, რომელიც მათ ადამიანების გაკრიტიკებას გადააჩვევს, ნეფრიტი და სარდიონი.

7. სასწორი

ქვა-თილისმანი სასწორებისთვის აქვამარინია. სწორედ მას შეუძლია თქვენი გაწონასწორება და განწყობის გაკონტროლება. აქვამარინი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს გაცილებით მშვიდს ხდის, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ.

სასწორისთვის შესაფერისი კიდევ რამდენიმე ქვაა: შავი ტურმალინი, ციტრინი და ნეფრიტი.

8. მორიელი

მორიელებისთვის საუკეთესო ქვა – ოპალია. ეს ნამდვილად მაგიური ქვაა, რომელსაც თქვენი გადაჭარბებული პირდაპირობისა და სიჯიუტის ოდნავ შემსუბუქება და თქვენში ინტუიციის კიდევ უფრო მეტად განვითარება შეუძლია.

გარდა ოპალიისა, მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის შესაფერისია: აქვამარინი, ვეფხვის თვალი და ალექსანდრიტია. 

9. მშვილდოსანი

მშვილდებს ყველაზე მეტად ფირუზი შეეფერებათ. სწორედ ეს ქვა მოუტანს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მეპატრონეს დიდ წარმატებებსა და გამარჯვებებს. ფირუზი გაგათავისუფლებთ ყოყმანის მუდმივი შეგრძნებისგან და დაგაჯილდოებთ მეტი სიბრძნით. გარდა ამისა, ამ ქვა-თილისმანს მშვილდებში ფინანსური კეთილდღეობის მოტანაც კი შეუძლია.

გარდა ფრუზისა, თქვნეთვის შესაფერისია: ტოპაზი და ქრიზოლიტი. 

10. თხის რქა

ქვა-თილისმანი თხის რქებისთვის – ლალი. ეს სწორედ ის ქვაა, რომელიც დაგეხმარებათ ნამდვილი სიყვარულის პოვნაში, დაგიჯილდოებთ თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით. ამ თილისმანის მფარველობის ქვეშ თხის რქა მოახერხებს პატივისცემის მოპოვებას გარშემო მყოფი ადამიანებისგან და აიწევს ერთი საფეხურით მაღლა კარიერულ კიბეზე.

11. მერწყული

ამეთვისტო – საუკეთესო თილისმანი მერწყულებისთვის. ის დაგიცავთ წარუმატებლობისგან და უიღბლობისგან, დაგეხმარებათ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში და თავიდან აგარიდებთ უსიამოვნებებს.

12. თევზები

ისევე როგორც სასწორებისთვის, თევზებისთვის ზედგამოჭრილი ქვა-თილისმანი აქვამარინია. ეს მინერალი თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულ მეპატრონებს ჰმატებს ხასიათის სიმტკიცეს და მოაქვს იღბალი მისთვის. აქვამარინი თქვენ კარიერული წარმატების მიღწევაშიც დაგეხმარებათ.

გარდა აქვამარინისა, თევზებისთვის შესაფერისია ლურჯი ფერის აბსოლუტურად ყველა ქვა.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რომელი ქვა შეგეფერებათ ყველაზე მეტად და რომელი თილისმანი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ყველაზე დიდი წარმატების, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი.

თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here