საჭმელი სოდა მებაღეობაში ყოველთვის მეხმარება! მავნებლების დიდი ხანია აღარ მეშინია

24412

მებაღის მთავარი ოცნებაა კარგი მოსავლის მიღება, რომელიც დიდხანს შეინახება. მავნებლებისგან მცენარეების დაცვის მიზნით, ბევრი მებაღე სხვადასხვა სახის შხამს ყიდულობს, ამით კი დიდ შეცდომას უშვებენ.

ქიმიური ნივთიერებები უსაფრთხო არაა და თან მავნე ნივთიერებების ნაწილი ბოსტნეულის შიგნით ხვდება. თქვენ შეგიძლიათ ალტერნატიული, ხალხური საშუალება გამოიყენოთ. მაგალითად, საკვები სოდა.

ბოსტნეული ბაღში

სოდის შეძენას ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში შეძლებთ. მისი გამოყენების სფერო ძალიან ფართოა: მას შეუძლია, პრაქტიკულად, ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმაროთ.

დავიწყოთ ყურძნით. ყურძნის მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს: გაზაფხულზე გადაჭერით, შეკარით და ოდნავ სასუქი მიაწოდეთ.

თუმცა არსებობს ერთი უბედურება, რომელიც ხშირად თავს ესხმის – ნაცრისფერი ლპობა. აქ სოდა დაგეხმარებათ. კენკრის მომწიფების პერიოდში ვაზი ამ ხსნარით დანამეთ: 75 გრ სოდა 10 ლ წყალში გახსენით. ასე მცენარეს გააჯანსაღებთ და ნაყოფში შაქრის შემცველობას გაზრდით. მსგავსი ხსნარი შეგიძლიათ ხილის ხეების ფოთლების მღრღნელი მუხლუხოებისგან დასაცავად გამოიყენოთ.

ბუჩქების დასამუშავებლად კიდევ რამდენიმე კომპონენტი უნდა დაამატოთ. ხურტკმელი და მოცხარი ამ ხსნარით დაამუშავეთ: 1 ს/კ სოდა, 1 აბი ასპირინი, 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი თხევადი საპონი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 4,5 ლ წყალი.

სოდა კიტრსაც დაეხმარება. ხშირად ახალგაზრდა კიტრის ფოთლები ყვითლდება, ხოლო ნაყოფი განვითარებას წყვეტს. ეს ნაადრევი ნაყოფიერების კი არა, დაავადების ნიშანია. მოამზადეთ ხსნარი: 1 ს/კ სოდა 10 ლ წყალში გახსენით. კიტრი დანამეთ და მას დაზიანებისგან დაიცავთ.

სოდა ნაცროვან სოკოებს მოგაშორებთ, რომლებიც ხშირად კომბოსტოს თავს ესხმიან. 1 ჩ/კ სოდა 1 ლ თბილ წყალში გახსენით და ამ ხსნარით მცენარეები დანამეთ. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ ყოველ სამ კვირაში ერთხელ ასე დანამოთ. ნარევი მცენარეს ზიანის არ მიაყენებს.

თუ კომბოსტოს თავს ესხმის მუხლუხო, მის ფოთლებს მშრალი სოდა მოაყარეთ. მატლები იმწამსვე გაქრებიან.

არსებობს კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი, რომლის დახმარებით კომბოსტოს გაჯანსაღებას შეძლებთ – კატაბალახა. 3 ლ წყალში სააფთიაქო ბოთლის კატაბალახა და 1 ს/კ თხევადი საპონი უნდა გახსნათ. ამ ნარევით მავნებლებისგან დაზიანებული კომბოსტო დანამეთ. მავნებლებლებს მისი ატანა არ შეუძლიათ, იღუპებიან და ბოსტნეულს ზრდაში ხელს აღარ უშლიან.

სანამ ბოსტნეულს შეინახავთ, კომბოსტო ნიშადურის სპირტით დანამეთ. 1 ბოთლი ნიშადურის სპირტი (40 მლ) 5 ლ წყალში გახსენით და რამდენიმე სუფრის კოვზი თხევადი საპონი დაუმატეთ. დამუშავებული კომბოსტო ნაკლებად გაფუჭდება და მის შენახვას უფრო დიდხანს შეძლებთ.

საკუთარი ბაღიდან მიღებული ბოსტნეული ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი. ჩვენ არ ვიცით, თუ რით არის დამუშავებული დახლზე დადებული ბოსტნეული. საკუთარ მოსავალში კი შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ,. სოდა ზიანს არასდროს მოგაყენებთ.