შოკოლადისა და ხაჭოს ცომების კომბინაციით მომზადებული ეს დესერტი საოცრებაა

468

ხაჭოს გემრიელი და არომატული დესერტები ყველას უყვარს.  მოცემული რეცეპტის მიხედვით მოამზადებთ ისეთ გემრიელ ნამცხვარს, ისეთს რომ თითებს ჩაიკვნეტთ. შოკოლადისა და ხაჭოს ცომების კომბინაციით მომზადებული სუფლეს მსგავსი ბისკვიტი ზღაპრულად გემრიელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 7 ს. კ.
  • ხაჭო 400 გრ
  • არაჟანი 6 ს. კ.
  • კვერცხი 7 ს. კ.
  • შაქარი 7 ს. კ.
  • შავი შოკოლადი 200 გრ
  • კარაქი 200 გრ
  • ვანილინი 2 გრ
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
  • შავი და თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო დააბლენდერეთ, დაამატეთ არაჟანი, 4 ს. კ. შაქარი, 2 ცალი კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. შემდეგ შეურიეთ 2 ს. კ. ფქვილი და ხაჭოს ცომი მზად არის.
  2. ამზადებთ შოკოლადის ბისკვიტს: შოკოლადი და კარქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და გააგრილეთ.
  3. ცალკე თასში ათქვიფეთ 5 კვერცხი, 5 ს. კ. შაქარი და შეურიეთ გამდნარი კარაქისა და შოკოლადის მასა. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ 5 ს. კ. ფქვილი.
  4. დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა.
  5. ფორმას წაუსვით კარაქი და ჯერ შოკოლადის ცომი გაანაწილეთ, შემდეგ_ხაჭოსი და ხის ჩხირით აურიეთ შავ-თეთრი ცომები.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით 50-60 წუთი.
  7. ცალ-ცალკე თასში გაადნეთ თეთრი და შავი შოკოლადის ფილები. ოდნავ გააგრილეთ და ბისკვიტის შუაში ჯერ დაასხით შავი შოკოლადი, შემდეგ_თეთრი და ხის ჩირით მოხატეთ თქვენი სურვილისამერ.

ნამცხვარი გამოდის ძალიან ლამაზი და გემრიელი.