შეაგროვეთ კვერცხის მუყაოს კონტეინერები. ის დეკორაციის ულამაზესი ელემენტია

4557

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ კიდევ ერთ ცხოვრებისეულ ხრიკს: როგორ და რისთვის გამოვიყენოთ კვერცხის შესანახი მუყაოს კონტეინერები. იდეა ძალიან საინტერესოა! კონტეინერის გადაგდების ნაცვლად, შეგიძლიათ მისგან ძალიან ორიგინალური დეკორის შექმნა სა

მაშ ასე, თუ სახლში კვერცხის კონტეინერები შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას! დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ აქციოთ მუყაროს ეს ქაღალდები დეკორაციის საოცრად ლამაზ ელემენად.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს კონტეინერი
  • წყალი
  • პოლიეთილენის პარკი
  • მარკერი
  • ლეიკო პლასტი
  • თაბაშირი
  • ქაღალდის ხელსახოცები
  • მასტიხინი
  • პლასტმასის სათლი
  • აკრილის საღებავი
  • ფუნჯი

დეკორაციის დამზადება:

1. გაშალეთ პოლიეთილენის პარკი და ზედ მარკერით აგურის თანაბარი ფორმები მოხაზეთ.

2. აიღეთ ქაღალდის კონტეინერი და თქვენივე ხელებით მაქსიმალურად დააქუცმაცეთ და მოათავსეთ პლასტმასის სათლში (ვედროში).

3. დაასხით მას თბილი წყალი და დატოვეთ რამდენიმე საათით.

4. როდესაც მუყაო მთლიანად დასველდება და გაიჟღინთება, დაამატეთ 2 ს.კ. თაბაშირი და კარგად აურიეთ. თუ მასა საკმარისად მკვრივი არ გამოვა, მას კიდევ ცოტაოდენი თაბაშირი დაუმატეთ.

5. პარკი მყარ ზედაპირზე დაამაგრეთ (რათა სამუშაოს შესრულების დროს არ იმოძრაოს) და ზედ მიღებული მასა მოათავსეთ.

6. მასტიხინის გამოყენებით, მიეცით მას აგურის ფორმები. ზედმეტი წყალი მოაშორეთ ქაღალდის ხელსახოცებით.

7. დატოვეთ აგურები გასაშრობათ 3-4 საათით.

8. მათ გასაშრობად დაახლოებით 12 საათია საჭირო. აგურის ძალიან ლამაზი იმიტაცია, რომელიც სახლში ნებისმიერ კედელს დაამშვენებს, მად არის!

9. თითოელ აგური შეღებეთ აკრილის საღებავით, რათა მათ კდევ უფრო მეტი ორიგნალურობა და, ამავდროულად, სიმყარე მიანიჭოთ.

თუ მოგეწონათ იდეა, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!