ჭურჭლის სარეცხი გელი საკუთარი ხელით. ნატურალური სარეცხი საშუალება, რომელიც ნებისმიერ ქიმიაზე ძლიერია

17365

ჭურჭლის გარეცხვა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაღაზიების დახლები სავსეა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ქიმიით, რომელთა ეფექტი ხშირ შემთხვევაში მართლაც რომ შთამბეჭდავია, თუმცა საკითხი, თუ რამდენად უსაფრთხოა ასეთი საშუალებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საყოფაცხოვრებო ქიმიის მსგავსი ეფექტურობა განპირობებულია ამ საშუალებებში შემავალი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, რომელთაც ახასიათებთ აგრესიული ქმედება. ეს ქიმიური ნივთიერებები მაღალტოქსიკურია და გარეცხვის შემდეგ მათი ბოლომდე მოშორება ჭურჭლის ზედაპირიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.

ლაბორატორიული ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ჭურჭლის სარეცხი ქიმიური საშუალებების გამოყენების შემდეგ ჭურჭლის ზედაპირიდან მავნე ნაწილაკების ბოლომდე მოსაშორებლად, ის წყალში მინიმუმ 15-ჯერ უნდა გავავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავნე ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვდება, რაც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიძიეთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო სარეცხი საშუალება, რომლის დამზადებასაც შეძლებთ თავად, თანაც ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. მოცემული საშუალება თავისი ეფექტურობით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება!

უნივერსალური სარეცხი საშუალება საკუთარი ხელით

ნატურალური სარეცხი საშუალება – ქიმიის არაჩვეულებრივი ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სახლში ბავშვები ჰყავთ. ის ნამდვილი ხსნაა ალერგიული დიასახლისებისთვისაც! ეფექტურობა, უსაფრთხოება და ბიუჯეტურობა – ის, რაც ამ საშუალებაში ასე ძალიან მხიბლავს.

მისი მთავარი ინგრედიენტი მდოგვის ფხვნილია, რომელიც არაჩვეულებრივად ადეზინფიცირებს ზედაპირს და მარტივად აშორებს ცხიმის ჩამჯდარ ლაქებსაც კი. ჭურჭლის სარეცხი ეს ნატურალური საშუალება კარგად რომ ქაფდებოდეს, ანადგურებდეს მავნე ბაქტერიებს, ჰქონდეს სასიამოვნო არომატი და ინახებოდეს დიდხანს, ვიყენებთ საპონს, სოდასა და ციტრუსების ეთერზეთებს. ხელებს გამოშრობისგან და დაზიანებისგან რეცეპტში შემავალი გლიცერინი დაიცავს.

მაშ ასე, დაგჭირდებათ: 

  • 200 გრამი მდოგვის ფხვნილი
  • 10 წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთი
  • 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 200-250 გრამი სარეცხი საპონი
  • 500 გრამი საჭმელი სოდა
  • 25 გრამი გლიცერინი
  • 2 ლიტრი წყალი

ინსტრუქცია:

1. სარეცხი საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაყარეთ ქვაბში. 250 გრამ გახეხილ საპონს დაუმატეთ 2 ლიტრი წყალი და დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე. მუდმივი მორევის პირობებში შეათბეთ ნარევი საპნის სრულ გახსნამდე. მასის ადუღებამდე მიყვანა საჭირო არ არის.

2. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, გარდა ეთერზეთისა. ეს უკანასკნელი დაუმატეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნარევი ოოდნავ გაგრილდება და კარგად გადაურიეთ.

3. გადაანაწილეთ მიღებული მასა კონტეინერებში იქამდე, სანამ ის ძალიან გაბლანტდება. ჭურჭლის გარეცხვამდე აიღეთ ის საჭირო რაოდენობით, მოათავსეთ ბოთლში, დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. თქვენ მიიღებთ გელისებრ მასას, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად აშორებს ცხიმის ლაქებს, არამედ ბოლომდე ანადგურებს ჭურჭლის ზედაპირზე ბინადარ მილიარდობით ბაქტერიასა და მიკრობს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!