რა არის ათეროსკლეროზი? ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე ფენებად დაგროვებას იწყებს ქოლესტერინი. ამ პროცესის შედეგად ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
გარდა იმისა, რომ შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს სისხლი, შესაბამისად კი მკვებავი ნივთიერებები, შეფერხებულად მიეწოდება, მთავარი საფრთხე სწორედ წნევის მატების დროს იჩენს თავს. როდესაც სისხლი მაღალი წნევითა და სწრაფი დინებით ეჯახება ქოლესტერინის ფენებს, არსებობს მათი მოწყვეტის საშიშროება, რამაც თრომბის ფორმირებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
სავალალო შედეგები თავიდან რომ ავირიდოთ, რეგულარულად აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ სისხლძარღვების გაწმენდაზე. ამ დავალებას არაჩვეულებრივად გაართმევს თავს ჩვენი დღევანდელი ნატურალური საშუალება, რომლის ეფექტურობაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული!
ლიმონისა და ნივრის კომბინაცია – ის, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მწყობრში მოსაყვანად და სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად გჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ყველას არაერთხელ გსმენიათ ორივე ინგრედიენტის სასარგებლო თვისებების შესახებ. რაც შეეხება მათ კომბინირებას, ასე ორივე პროდუქტის სასარგებლო თვისებები და სამკურნალო პოტენციალი მხოლოდ იზრდება.
რატომ ლიმონი და ნიორი?
ნიორი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომლიც წარმოადგენს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. ალიცინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ნიორი, ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, რაც არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული.
C ვიტამინით მდიდარი ლიმონი არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს პრაქტიკულად ყველა შინაგან ორგანოზე. ლიმონისა და ნივრის კომბინირებით თქვენ მიიღებთ საშუალებას, რომელიც გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, გაგიწმენდთ სისხლძრღვებს, გაგიძლიერებთ გულის კუნთს, გაანადგურებს სხეულში ბინადარ პარაზიტებს და მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაყენი?
- აიღეთ 4 თავი ნიორი, კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ კანისგან.
- 4 დიდი ზომის ლიმონი დაჭერით პატარა კუბიკებად თავის კანთან ერთად და ამოაცალეთ წიპწები.
- ორივე ინგრედიენტისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით.
- მიღებული ფაფა გადაიტანეთ 3 ლიტრიან მინის ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით თბილი წყალი (წინასწარ ანადუღარი), რომ ქილა ბოლომდე შეივსოს.
- დააყოვნეთ ეს საშუალება ბნელ ადგილას 3 დღე-ღამის განმავლობაში. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი.
- დაყოვნებული მასა გადაწურეთ და მიღებული სითხე შეინახეთ მაცივარში მინის ქილით, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური.
მზა ნაყენი მიირთვით დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამიდან 15 წუთის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – სასმელის ამოწურვამდე.
უკუჩვენებები
თუ თქვენ კუჭის მომატებული მჟავიანობა, წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები ან პანკრეატიტი გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ ნაყენის მიღებისგან!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!