კვერცხის ნაჭუჭი ისეთი მყიფე და უნიკალურია.. მისი შემადგენლობის თითქმის 90%-ს შეადგენს ნახშირჟანგული კალციუმი, რომელსაც ჩვენი კანის უჯრედები იდეალურად ითვისებს.
გასაოცარია, მაგრამ დანარჩენი 10% უფრო მეტ მიკროელემენტს შიცავს, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული და რეკლამირებული მუმლტივიტამინები, განხილვებმა აჩვენა, რომ კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული ნიღაბი იძკევა ისეთივე ეფექტს, როგორსაც სხვა კოსმეტიკური საშუალება. ეს ნაჭუჭში კანის მთავარი ელემენტის, ჰიალურონის მჟავის შემცველობის წყალობაა. სწორედ ეს მჟვა აგებს კანის ახალგაზრდობასა და ელასტიურობაზე.
ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ
ფულის გადახდა გამაახალგაზრდავებელ კრემებში? ახლა თანხას დაზოგავთ, რადგან ჩვეულებრივი კვერცხის ნაჭუჭი ისევე ზრუნავს თქვენს კანზე.
ვერცხის ნაჭუჭის ნიღაბი უკვალოდ აქრებს მიმიკურ ნაოჭებს, ჭიმავს სახის კონტურს, წმენდს და ატენიანებს კანს. ასეთი ნიღბის მარტივია როგორც მოსამზადებლად, ისე გამოსაყენებლადაც, საშინაო პირობებში. პროცედურის ეფექტიანობის გაზრდა შეიძლება სხვადასხვა ნატურალური დანამატის შეტანით. ასეთი ნიღბის მოქმედების დრო 15-20 წუთია.
სანამ კვერცხის ნაჭუჭს გამოიყენებდეთ, იგი ჯერ სათანადოდ უნდა დამუშავდეს. პირველ რიგში, კარგად უნდა გარეცხოთ გარე მხრიდან და გააშროთ. შემდეგ უნდა დააფქვიოთ და გაცხელებულ ღუმელში არაუმეტეს 10 წუთისა შედგათ.
კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი თაფლით
მასალები:
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ნაჭუჭის ფხვნილი
- 4 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილი
- 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 2 ჩ.კ. რძე
- 1 ს.კ. წყალი
მომზადება და გამოყენება
1. ყავის საფქვავის ან სანაყის დახმარებით, დაფქვით ნაჭუჭი.
2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. თანაბრად დაიტანეთ სახეზე, მოერიდეთ თვალის ირგვლივ მიდამოებს. გააჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ორჯერ, ორი კვირის მანძილზე მიმიკური ნაოჭების სიმკვეთრის შესამცირებლად. საშინაო ნიღაბი გაწმენდს კანს, გააახალგაზრდავებს და მიანიჭებს ელასტიურობას.
კვერცხის ნაჭუჭზე დამზადებული სხვა ეფექტური ნიღბებიც არსებობს. ანალოგიური გზით ჩაიტარეთ პროცედურა, ამჯერად კი ფხვნილი შურიეთ ბოსტნეულს, ფქვილს, თიხას, ყავას ან სხვა, თქვენი კანისთვის შესაფერის პროდუქტს.
ჰიალურონი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად
იალურონის მჟავა – ესაა ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს და უამრავ მიზანს ემსახურება. ჰიალურონის მოლეკულა “იზიდავს და აერთებს” წყლის მოლეკულებს, რითაც გელისმაგვარ მასას ქმნის
მისი ძირითადი დავალებაა სითხის საჭირო რაოდენობით შენარჩუნება დერმის ღრმა ფენებში და კოლაგენსა და ელასტანს შორის სივრცის შევრცება. ეს უკანასკნელნი კანის ბოჭკოებია, რომლებიც მის ელასტიურობასა და დაცვაზე აგებს პასუხს.
სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ ჰიალურონის მჟავას წარმოქმნის. მისი სინთეზი 25 წლიდან იწყებს შენელებას. ჰიალურონის დეფიციტის ნიშნებია ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, კანის სიმშრალე, ცხვირ-ბაგის ნაოჭების გაჩნა, კანის ელასტიურობის დაკარგვა.
უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ სახლში სასარგებლო საშუალებას მოამზადებთ და კომპრესის სახით გამოიყენებთ. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ კვერცხის ნაჭუჭის დაფქვა ყოველგვარი თხელი ფენის გარეშე.
შემდეგ უნდა აადუღოთ წყალი და ჩაყაროთ მასში ფხვნილი. დუღილის დრო აუცილებლად უნდა იყოს 12 საათი მაინც. მზა, გაგრილებული ნახარში გაატარეთ მრავალფენიან საცერში მარლისგან. მიღებული სითხე ჰიალურონის მჟავის ნატურალური ხსნარია.
შეგიძლიათ, ამით გაიწმინდოთ სახე, დაიზილოთ პრობლემური ზონები, ეს, უმეტესა, შუბლისა და თვალის მიდამოებში არსებული კანია.
შეგიძლიათ, ჰიალურონის მჟავა ამ გზითაც გამოიყენოთ: გააკეთოთ ნახვრეტები ცხვირის, ტუჩებისა და თვალებისთვის ქაღალდის ხელსახოცებზე და დაასველოთ იგი ხსნარით. ამის შემდეგ, დაიდოთ სახეზე და 20 წუთით გაიჩეროთ, ხელსახოცები პერიოდულად ხელახლა დაასველეთ. ამ დროს დაიწყება კანის ინტენსიური დატენიანება, წვრილი ნაოჭები ჩალაგდება, სახე ვიზუალურად გაახალგაზრდავდება.