ხელის ერთი მარტივი მოძრაობა და ქაშაყი ფხებისგან ბოლომდე თავისუფალია

2354

ქაშაყი – თევზის სახეობა, რომელსაც ხშირად შეხვდებით სადღესასწაულო სუფრაზე. მსურველი, ვინც მას ფხებისგან ბოლომდე გაასუფთავებს, არც თუ ისე მარტივი საპოვნელია, რადგან ეს პროცედურა საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

საბედნიეროდ, არსებობს ერთი მარტივი ხრიკი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ და გამოგადგებათ, თუ სამზარეულოში თევზთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ. ჩვენი დღევანდელი მარტივი ინსტრუქციით, ქაშაყს ხელის ერთი მოძრაობით ბოლომდე გაასუფთავებთ ფხებისგან და მიიღებთ ფილეს, რომლისგანაც არაერთი იუგემრიელესი კერძის მომზადებას შეძლებთ.

ექსპრეს-მეთოდი ქაშაყის გასასუფთავებლად

1. პირველ რიგში, მოაჭერით მას თავი და კუდი.

2. ფრთხილად გაუჭერით მუცელი.

3. ამოაცალეთ შიგნეულობა.

4. გადააბრუნეთ დამუშავებული თევზი სამუშაო დაფაზე მუცლით ძირს.

5. დააწექით მას ზემოდან გაშლილი ხელით ძლიერად. რამენიმე წამიანი ზეწოლის შემდეგ გადმოაბრუნეთ.

6. კუდის მხრიდან უპოვეთ მას ხერხემლის საწყისი. ერთი ხელით კარგად დაიჭირეთ თევზი, ხოლო მერე ხელით ამოაცალეთ მას ხერხემალი კუდიდან თავის მიმართულებით.

7. ხელის ეს მარტივი მოძრაობა და ქაშაყი ბოლომდე თავისუფალია ხერხემლისა და ფხებისგან.

გთავაზობთ კიდევ ერთ საკმაოდ მარტივ მეთოდს ვიდეოს სახით. ასე თქვენ სულ ორიოდე წუთში შეძლებთ ქაშაყის იდეალურად დამუშავებას.

იმედი მაქვს, ეს ხრიკი თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია იმ მეგობრებსაც, რომელთაც სამზარეულოში ტრიალი და თევზისგან სხვადასხვა გემრიელი კერძების მომზადება უყვართ!