სელის თესლის ნიღაბი სწორედ ის არის, რაც ნაოჭებისა და ლაქების ბოლომდე მოსაშორებლად გჭირდებათ

2367

ჩვენი სახის კანი მუდმივად განიცდის გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენას, რის შედეგაც ის ხშირად ზიანდება და თავს იჩენს სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემები. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირია ნაკლებად სასიამოვნო ცვლილებები ასაკის მატების პარალელურად: გვიჩნდება ნაოჭები და ლაქები, კანი კარგავს სიმტკიცეს, სინაზესა და სიგლუვეს.

ყველა ჩამოთვლილი უსიამოვნო პრობლემა თავიდან რომ აირიდოთ, გაიგლუვოთ ნაოჭები და გაითანაბროთ კანის ტონი, აუცილებლად გამოიყენეთ სელის თესლის ნიღაბი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ახლგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შესანარჩულებლად!

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სელი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის.

სელის თესლის კიდევ რამდენიმე უპირატესობა ჩვენი კანისთვის: 

  1. მოცემული პროდუქტი შეიცავს პექტინს, რომელიც არბილებს ჩვენს კანს;
  2. შეიცავს ანტიბაქტერიულ კომპონენტებსა და თუთიას, რომლებიც იცავს ჩვენს კანს;
  3. არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისგან;
  4. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, სელის თესლი თავიდან გვარიდებს კანის კიბოს განვითარებას;
  5. იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს;
  6. ებრზვის გამონაყარს, გაღიზიანებასა და ანთებას.

ნიღაბი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხოა. ის ხანმოკლე დროში საოცარ შედეგს მოგცემთ!

სელის თესლის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლი

ინსტრუქცია: 

დილით ჩაყარეთ ჭიქაში სელის თესლი და შეავსეთ მისი 1/3 ცხელი წყლით, კარგად მოურიეთ. ჭიქას ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ და დააყოვნეთ საღამომდე. საღამოს საათებში გადაწურეთ ეს საშუალება, მიღებულ სითხეში კარგად ჩაალბეთ ბამბის დისკი და შეუდექით სახის კარგად დამუშავებას – აკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ნიღბის მოუშორებლად დაწექით დასაძინებლად. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივად დაატენიანებს და გამოკვებავ თქვენს კანს, გაათანაბრებს მის ტონს, მოგაშორებთ ლაქებს, ნაოჭებს და გაგაახალგაზრდავებთ ვიზუალურად რამდენიმე წლით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!