დიდხანს ვიტანჯებოდი წნევის მკვეთრი ცვლილებებისაგან. ამ საშინაო საშუალებამ ყველაფერი შეცვალა

9164

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰიპერტონიისგან ვიტანჯებოდი. ყოველდღიურად არც თუ ისე მცირე რაოდენობით აბებს ვყლაპავდი, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, სიტუცია მწვავდებოდა.

როდესაც უკვე აღარაფერს ვკარგავდი, ჩემი კარგი მეგობრის რჩევით, ნივრის ნაყენის ყოველდღიურად მიღება დავიწყე. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა: წნევის მკვეთრი ცვლილებები, თავბრუსხვევა და თავის ქრონიკული ტკივილი წარსულში მოვიტოვე.

ამ საშუალებით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ დღევანდელ სტატიაში მისი მომზადებისა და გამოყენების მარტივ ინსტრუქციას თქვენ გთავაზობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ.

როგორ დავამარცხოთ ჰიპერტონია?

მარტივი ინსტრუქცია:

  1. დაგჭირდებათ ორი დიდი ზომის თავი ნიორი.
  2. გაასუფთავეთ კანისგან, კარგად გარეცხეთ და დააქუცმაცეთ თითოეული კბილი.
  3. ჩაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი მინის ქილაში და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა (დაახ. 200 მლ) ოჯახის არაყი.
  4. დააყოვნეთ ეს 2 კვირით ბნელ ადგილას. ქილას აუცილებლად დააფარეთ თავსახური.

დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიირთვით ეს საშუალება 20 წვეთის ოდენობით. გახსენით ის ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ან რომელიმე ხილის ახლადაგმოწურულ წვენში.

კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე. ამ დროში თქვენ წარსულში მოიტოვებთ ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემას. თუ ერთი კურსი არ აღმოჩნდება საკმარისი ჰიპერტონიის ბოლომდე დასამარცხებლად, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ ის.

გარდა ამ საშუალების მიღებისა, ძალიან კარგი იქნება, თუ გაინებივრებთ თავს ნატურალური წვენებით, რომლებიც ხელს გვიწყობს წნევის დარეგულირებაში.

გარგარის წვენი

კალიუმის მარილემით მდიდარ ამ პროდუქტს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მიირთვით ის რეგულარულად, რათა მოიწესრიგოთ სისხლის მიმოქცევა, თავიდან აირიდოთ წნევის მკვეთრი ცვლილებები და გაამდიდროთ ორგანიზმი ისეთი საჭირო მინერალებთ, როგორიცაა: რკინა, კალციუმი, კალიუმი და ა.შ.

ფორთოხლის წვენი

C ვიტამინის ძალიან მაღალი შემცველობის ხარჯზე, ფორთოხლის წვენი საიმედოდ გვიცავს მავნე ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს, ამარცხებს ქრონიკულ დაღლილობას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, თავიდან გვარიდებს წნევის მკვეთრ ცვლილებებს და ა.შ.

ერთი ჩაის ჭიქა ეს ნატურალური წვენი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას ზრადსრული ადამიანისათვის. აუცილებად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს პროდუქტი უკუჩვენებითია კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს. თუ ფორთოხლის წვენის რეგულარულად მირთმევას გადაწყვეტთ, დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 1 ჩაის ჭიქას. უმჯობესი იქნება, თუ მას ნახევარი ჩაის ჭიქის (დაახ. 100 მლ) ოდენობით მიიღებთ.

საზამთროს წვენი

მისი მირთმევა რეკომენდებულია თირკმელების, შარდ-სასქესო და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. საზამთროს წვენი ბოლომდე წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისა და წიდებისგან.

საზამთრო და საზამთროს წვენი გვაშორებს სხეულიდან ზედმეტ სითხეს. საკვები უჯრედისით მდიდარი ეს პროდუქტი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა მიირთვათ ჰიპერტონიკებმა, თანაც რეგულარულად.

გრეიფრუტის წვენი

PP და C ვიტმაინით მდიდარი გრეიფრუტი აძლიერებს იმუნიტეტს, ამარცხებს ქრონიკულ დაღლილობასა და უძილობას. პექტინი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ეს წვენი, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ეფექტურად ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ისეთ ნატურალურ შენაერთებს, რომლებიც ზრდის ჩვენი სისხლძარღვების მოქნილობას და აძლიერებს მათ კედლებს.

ყურძნის წვენი და ქიშმიშის ნახარშები

ყურძნის ახლადგამოწურული წვენი მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით, როგორიცაა: A, C, B1 და B2 ვიტმაინები, კალციუმი, ქლორი, ფოსფორი, კაილიუმი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი და გოგირდი.

თუ ჰიპერტონიკი ხართ და მაღალი წნევა თქვენთვის უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით. თუ ჩვენს დღევანდელ სტატიაში მოცემულ საკმაოდ მარტივ ინსტრუქციას ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით, ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით ამ უსიამოვნო პრობლემისაგან.