ჩემი შავი სამოსი ყოველთვის ახალივით გამოიყურება, რაც უმარტივესი ხრიკის დამსახურებაა

5922

იმისათვის, რომ შავი სამოსი არ გახუნდეს, სწრაფად არ გაცვდეს და მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელთა გათვალისწინებით თქვენს საყვარელ შავ სამოსს შეუნარჩუნებთ პეწსა და ლაზათს. ჩვენი რჩევები განსაკუთრებით დააინტერესებთ გამოუცდელ დიასახლისებს.

  • 1. ყოველი გარეცხვის წინ შავი სამოსი 20-30 წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში. წყალს დაამატეთ ცოტა ძმარი.
  • 2. აუცილებლად გამოიყენეთ შავი სამოსისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალება.
  • 3. სამოსი ყოველთვის გარეცხეთ უკუღმა პირით, დელიკატური რეცხვის რეჟიმზე და აუცილებლად 30 გრადუს ტემპერატურაზე.
  • 4. შავი სამოსი დააუთოვეთ უკუღმა პირით. თუ ზოგიერთი დეტალი მოითხოვს წაღმა პირით დაუთოებას, სამოსს აუცილებლად დააფარეთ თხელი ქსოვილი და ისე დააუთოვეთ.
  • 5. თუ დაუთოების დროს ნატურალური ქსოვილი დაიწყებს ბზინვარებას, სიტუაციის გამოსწორების მიზნით, დააყენეთ ძლიერი ჩაი. ნაყენში დაასველეთ ნაჭერი, გაწურეთ და ამ ნაჭრით დააუთოვეთ დაზიანებული სამოსი (შემდეგ უთო აუცილებლად გაწმინდეთ). სინთეტიკური ქსოვილის აღდგენა კი შეუძლებელია.