წყალბადის ზეჟანგი ჩემი საუკეთესო დამხმარეა, როდესაც საუბარი სილამაზეზე და თავის მოვლაზე მიდის. თეთრებად ღირებული ეს სააფთიაქო პრეპარატი გამოირჩევა არაერთი უპირატესობით ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ალერგიულია წყალბადის ზეჟანგის მიმართ. სანამ ამ საშუალებას გამოიყენებთ, ჩაიტარეთ პატარა ტესტი: წაისვით ის ძალიან მცირე რაოდენობით ხელის კანზე და დააკვირდით კანის რეაქციას.
როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი
1. ამ უნივერსალურ პროდუქტს არაჩვეულებრივად ამოჰყავს ლაქები თეთრი ქსოვილიდან. კარგად შეაზილეთ ის დალაქავებულ ზედაპირს, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
2. დაამატეთ მცირეოდენი წყალბადის ზეჟანგი იატაკის მოსაწმენდად გამზადებულ წყალში. ამ მანიპულაციის შემდეგ თქვენი იატაკი სისუფთავისგან იბრწყინებს!
3. მიაპკურეთ თქვენს მცენარეებს წყალბადის ზეჟანგის სუსტი ხსნარი (25 გრამი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი 1 ლიტრ წყალზე), რათა საიმედოდ დაიცვათ ისინი მავნებლებისგან, სოკოსგან და გაუძლიეროთ იმუნიტეტი.
4. სანამ თავს შამპუნით დაიბანთ, მსუბუქად დაიმუშავეთ თმა წყალბადის ზეჟანგის სუსტი ხსნარით. ასეთი პროცედურის შემდეგ თქვენი თმა შეიძენს დამატებით მოცულობასა და ბზინვარებას!
5. დაუმატეთ ცივ წყალს წყალბადის ზეჟანგი და მოათავსეთ ხსნარში გასარეცხი ხილი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდებს ბოლომდე ანადგურებს.
6. თუ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის ხსნარს რეგულარულად გამოივლებთ, გაითეთრებთ კბილის ემალს, მოიშორებთ უსიამოვნო სუნს და საიმედოდ დაიცავთ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებებისგან.
7. თუ თქვენს მაცივარს ერთხელ მაინც წყალბადის ზეჟანგით გაწმენდთ, შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩებით, რომ ამ მეთოდს დახმარებისთვის კიდევ არაერთხელ მიმართავთ.
8. თუ ვანა-ტუალეტის დასუფთავება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. ასე შეძლებთ მილიონობით მავნე მიკრობისა და ბაქტერიის განადგურებას.
9. თუ ზედმეტად ცხიმიანი კანი გაქვთ, რეგულარულად დაიმუშავეთ სახის კანი წყალბადის ზეჟანგის მსუბუქი ხსნარით. ასე საიმედოდ დაიცავთ თავს გამონაყარის გაჩენისგან.
10. თუ ფრჩხილის სოკო გაწუხებთ, ფეხების აბაზანაში რეგულარულად დაამატეთ წყალბადის ზეჟანგი. ასე თავიდან აირიდებთ ინფექციის გავრცელებას და საგრძნობლად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას.
11. თუ თევზების აკვარიუმში 1 წვეთ წყალბადის ზეჟანგს დაამატებთ, თავიდან აირიდებთ წყალში ლორწოსა და სოკოს ფორმირებას.
12. თუ სახლის დალაგება-დასუფთავებისას წყალბადის ზეჟანგს გამოიყენებთ, უსიამოვნო სუნი აღარასდროს შეგაწუხებთ!
როგორც ხედავთ, წყალბადის ზეჟანგი მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!