ნაწლავების ბოლომდე წმენდა საშინაო სკრაბით. ასე 10 კგ-მდე ტოქსიკური ნარჩენის მოშორებაა შესაძლებელი

68372

მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგების მტკიცებით, ჭარბი წონა არა მხოლოდ გაცხიმოვნების, არამედ ნაწლავებში დაგროვებული საკმაოდ დიდი რაოდენობით ჭუჭყისა და სიბინძურის შედეგია. უკიდურეს შემთხვევაში, ზრდასრული ადამიანის ნაწლავებმა 20 კილოგრამამდე მავნე ნარჩენი შეიძლება დაიგროვოს: ლორწო, გადაუმუშავებელი საკვების ნარჩენები, ფეკალური ქვები, ტოქსინები, წიდები და ა.შ.

ნაწლავებში დაგროვებული საკმაოდ დიდი რაოდენობით სიბინძურის შედეგად შეიძლება გაგვებეროს არა მხოლოდ მუცელი, არამედ დაგვერღვეს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, რის შედეგადაც წონას საოცარი ტემპით სულ უფრო და უფრო ვიმატებთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ ზედმეტი კილოგრამებისგან და ცხიმოვანი ფენებისგან გათავისუფლება, ასევე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარება და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გამართვა გსურთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ნაწლავების გაწმენდაზე.

სკრაბი, რომელიც ნაწლავებიდან 10 კგ-მდე ტოქსიკურ ნარჩენს გამოდევნის

დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი: 

  • 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი
  • 1 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი

წიწიბურის ფქვილის კოქტეილი არა მხოლოდ მოგაშორებთ მავნე ნარჩენებს და შეგიწყობთ ხელს ზედმეტი კილოგრამების მარტივად მოშორებაში, არამედ გაგიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

უპირატესობები: 

  • ბოლომდე გაგიგწმენდთ ნაწლავებს ლორწოსგან, ტოქსინებისგან და ფეკალური ქვებისგან;
  • დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს;
  • დაგირეგულირებთ კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის მუშაობას;
  • შეგიმცირებთ სისხლში შაქრის დონეს;
  • გაწმენდს სისხლძარღვებს, მათ შორის ყველაზე წვრილ კაპილარებსაც კი;
  • მოამარაგებს ორგანიზმს მისი ყველა სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურისა და კეფირის კოქტეილი?

  1. წიწიბურის მარცვლებისგან მოამზადეთ ფქვილი ყავის საფქვავის გამოყენებით. სურვილისამებრ, მისი უკვე მზა ფქვილი შეიძინეთ ჰიპერმარკეტებში.
  2. მიღებული ფქვილი დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა (დაახ. 200-250 მლ) უცხიმო ან დაბალცხიმიან კეფირში.
  3. დააყოვნეთ მზა სასმელი მთელი ღამით მაცივარში და მიირთვით ის გაღვიძებისთანავე. წიწიბურის კოქტეილის მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში არაფერი მიირთვათ.

კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა. ყოველ საღამოს თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა მეორე დღისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სკრაბის მიღების პარალელურად საერთოდ უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლური სასმელები, ტკბილეული და ფქვილის ნაწარმი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია!