ხაჭოს ეს ბისკვიტი იმდენად ფაფუკი გამოდის, რომ პირში მოხვედრისთანავე დნება

12286

თუ სტუმრები მოულოდნელად გეწვივნენ და არ იცით, რითი გაუმასპინძლდეთ მათ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ხაჭოს პეროგი, რომელიც მზადდება სულ რამდენიმე წუთში, გამოდის საოცრად ნაზი, ჰაეროვანი, არომატული და გემრიელი. პირადად მე, არ მეგულება ადამაინი, რომელიც მის მიმართ გულგრილი დარჩება! განსაკუთრებით გემრიელი ხაჭოს ეს ჰაეროვანი დესერტი, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება, ყავის ან ჩაის დილის ულუფასთან ერთადაა.

ხაჭოს ძალიან ფაფუკი ბისკვიტი

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1,5 ჩ.ჭ. შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • მწიკვი მარილი
  • თხილეული, ქიშმიში, ცუკატები სურვილისამებრ

მომზადება:

1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე უნდა გაიხსნას, მკვრივი მასები არ უნდა დარჩეს.

2. დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ათქვეფილ მასას არაჟარნი, ხაჭო, სოდა, მარილი და გამდნარი კარაქი.

3. კარგად თქვიფეთ მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. დავალება რომ გაიმარტივოთ, უმჯობესია ბლენდერის გამოყენება.

4. მიღებულ თხევად მასაში დაამატეთ კარგად გაცრილი ფქვილი და კიდევ ერთხელ გადაურიეთ.

5. საცხობ ფორმაში, რომელშიც პეგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი, ჩაასხით ეს მასა და შედგით გამოსაცხობად წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

6. გემრიელად მიირთვით!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. როდესაც ხაჭოს ამ უგემრიელეს დესერტს გასინჯავთ, პირობას გაძლევთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ.

იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!