8 ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომელსაც მხოლოდ უბრალო მარილით ვებრძვი

25837

იყო დრო, როდესაც უბრალო მარილი საკმაოდ ძვირფას და ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლებოდა, რომლის მოსაპოვებლადაც ხალხი სხვადასხვა რადიკალურ ზომებსა და ხერხებს მიმართავდა.

თანამედროვე ბაზარზე, შეიძლება ითქვას, მარილი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი პროდუქტია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა კერძის მოსამზადებლად ვიყენებთ. მოცემული პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული და მკაცრად განსაზღვრული ულუფებით მივიღებთ. იცოდით, რომ ეს იაფი და უბრალო პროდუქტი გვეხმარება არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაში, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვაწყდებით? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ მარილის გამოყენების ალტერნატიული, ძალიან სასარგებლო გზების შესახებ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ მარილი 

1. იდეალურად წმენდს ფანჯრებს

გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი 3 ლიტრ თბილ წყალში. მიღებული ხსნარი იდეალურად წმენდს ფანჯრებს. მისივე დახმარებით, შესაძლებელია ავეჯიდან ყველაზე რთული ლაქების ამოყვანაც კი.

2. არაჩვეულებრივია ლაქების წინააღმდეგ

თქვენი ტანსაცმელი ლაქებისგან საიმედოდ რომ დაიცვათ, სარეცხ მანქანაში ნივთების გარეცხვის დროს ფხვნილის განყოფილებას მცირეოდენი მარილი დაუმატეთ. მარილისა და წყალის ნარევით მარტივად არის შესაძლებელი თეთრი ქსოვილიდან წითელი ღვინის ლაქების ამოყვანა. მოაბნიეთ დალაქავებულ ზედაპირზე მარილი, დაასხით მცირეოდენი წყალი, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

3. ამცირებს კბილის ტკივილს

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, გახსენით მცირეოდენი მარილი 1 ჭიქა თბილ წყალში და მიღებული ხსნარი კარგად გამოივლეთ პირის ღრუში.

4. ამარცხებს ფეხების ჭარბოფლიანობას

მარილის აბაზანები ფეხებისთვის არაჩვეულებრივია უსიამოვნო სუნისა და ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. 8 ლიტრ ცხელ წყალში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი მარილი და მთლიანი სარეცხი საპონის მეოთხედი (გახეხეთ ის ან დააქუცმაცეთ დანით). როდესაც ნარევი კანისათვის კომოფრტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, მოათავსეთ ამ აბაზანაში ფეხები 10-15 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა პერიოდულად, რათა სამუდამოდ დაივიწყოთ ფეხების ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.

5. უსიამოვნო სუნი ღუმელში

თევზის მომზადების შემდეგ ღუმელში უსიამოვნო სუნი დარჩა? მის მოშორებაში მარილისა და დარიჩინის ნაზავი აუცილებლად დაგეხმარებათ. ორივე ინგრედიენტი აიღეთ მცირე და თანაბარი რაოდენობით, შეურიეთ ერთმანეთში, მოაბნიეთ ღუმელის ზედაპირზე და ჩართეთ ის რამდენიმე წუთით. უსიამოვნო სუნი აუცილებლად გაქრება!

6. წმენდს ვერცხლსა და სპილენძს

თუ თქვენი ბეჭედი ან ნებისმიერი სხვა სამკაული კვლავ გაშავდა, აუცილებლად ცადეთ მათი გაპრიეალება მცირეოდენი მარილისა და ძმრის ნარევით. ამ მარტივი პროცედურის შემდეგ ვერცხლის სამკაულები იბრწყინებს ისე, როგორც შეძენის დღეს.

7. წმენდს ნიჟარის მილებს

იმისათვის, რომ ბოლომდე გაწმინდოთ მილები, ჩაყარეთ ნიჟარაში მარილი და დაასხით მდუღარე წყალი. ზუსტად რამდენიმე წუთში შენიშნავთ, რომ თქვენს ნიჟარაში წყალი გაცილებით უკეთ და სწრაფად გადის, ვიდრე პროცედურის ჩატარებამდე.

8. დაუბრუნებს თქვენს კანს ბზინვარებასა და სინაზეს

მცირეოდენ მარილს დაუმატეთ იმ რაოდენობით ლავანდის ეთერზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. დაიმუშავეთ მისი გამოყენებით სახის კანი (იკეთეთ მსუბუქი მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში) და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს სკრაბი დაარბილებს თქვენს კანს და დაუბრუნებს მას უწინდებურ სინაზესა და ბზინვარებას.

ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ მარილი სხვადასხვა ყოველდღიური პრობლემების წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!