როგორ მივიღოთ ალოე ვერა, რათა გავიძლიეროთ გულის კუნთი და გავიჯანსაღოთ სისხლძარღვები

8026

ალოე ვერა – პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ეს მცენარე აუმჯობესებს ჩვენი შინაგანი ორგანოებისა და ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობას, აქვს დადებითი გავლენა გულის კუნთზე და სისხლძარღვებზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ჩვენი კანისა და თმის მდგომარეობაზე.

ალო ვერას 5 უნიკალური თვისება

1. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

კარგი ქოლესტერინი, რომელსაც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სახელწოდებითაც ვიცნობთ, გვეხმარება სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში, რომელიც ილექება ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე, წარმოქმნის საცობებს და აფერხებს სისხლის ნორმალური მიმოქცევის პროცესს.

ალო ვერა არა მხოლოდ ამაღლებს სისხლში კარგი ქოლესტერინის დონეს, არამედ ამყარებს ბალანსს ორივე ტიპის ლიპოპროტეინებს შორის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

2. შეამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს

გარდა იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე, სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ ტრიგლიცერიდებსაც. სხეულში მისი დონის მოჭარბება ნიშნავს, რომ ენერგიას სათანადო რეჟიმში ვერ ვხარჯავთ და ვწვავთ, რის შედეგადაც ჩვენი სხეული იწყებს მის დარეზერვებას ცხიმის სახით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, პანკრეატიტი და ჯანმრთელობის კიდევ არაერთი სერიოზული პრობლემა თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ტრიგლიცერიდების დონის დარეგულირებაზე. ამ დავალებას ალოე ვერა არაჩვეულებრივად ართმევვს თავს!

3. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში

ალოე ვერას სასარგებლო თვისებების არც თუ ისე მცირე ნაწილი მასში შემავალი გლუკომანანებითაა განპირობებული – ხსნადი უჯრედისის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს.

4. არეგულირებს სისხლის წნევას

ალოე ვერა გვეხმარება სისხლის წნევის შემცირებაში, რაც ამ მცენარაში დიდი რაოდენობით შემავალი C ვიტამინის დამსახურებაა. ეს სწორედ ის ვიტამინია, რომელიც უბრუნებს მოქნილობას ჩვენს სისხლძარღვებს, აფართოვებს კაპილარებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.

5. ალო ვერა გაგიძლიერებთ გულის კუნთს

არგინინი – ერთ-ერთი ამინომჟავა, რომელსაც ალოე ვერა შეიცავს. შეიძლება ითქვას, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავაა გულის კუნთის კარგი ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის, ჩვენი ორგანიზმი კი მას ძალიან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს.

თუ ალოე ვერას რეგულარულად მიიღებთ და ორგანიზმში არგინინის მარაგს შეივსებთ, არა მხოლოდ გაიძლიერებთ გულის კუნთს, არამედ გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და მოიშორებთ მეტაბოლურ ნარჩენებს.

ყოველ დილას მიირთვით ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას წვენი. ალოესგან წვენის მისაღებად, გაჭერით მცენარე შუაზე, ამოაცალეთ გელი და გაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას 1 თვის განმავლობაში, რათა გაიჯანსაღოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!