ბებიამ 82 წლის ასაკში საერთოდ არ იცოდა, რა იყო სახსრებისა და წელის ტკივილი. ეს საშუალება პირადად გამოვცადე

4251

ჩემმა ბებიამ 82 წლის ასაკშიც კი არ იცოდა რა იყო სახსრების ტკივილი, სიმძიმის განცდა ფეხებში, ხერხემლისა და წელის ტკივილი. ის ყოველთვის ენერგიით აღსავსე ქალბატონი იყო, რომელიც დღესა და ღამეს შრომაში ასწორებდა. რაში იყო მისი საიდუმლო? ბებია წლების განმავლობაში პეროდულად იღებდა მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელ ნარევს, რომლის ეფექტი საკუთარ თავზეც გამოვცადე.

ცხოვრების მჯდომარე და არაჯანსაღი სტილის შედეგად არც თუ ისე დიდი ხნის წინ სახსრებისა და წელის ძლიერმა ტკივილებმა შემაწუხა. მოძრაობაც კი მიჭირდა, როდესაც ამ ნარევს დახმარებისთვის მივმართე. მისი მიღებიდან უკვე 2 დღის შემდეგ სასიამოვნო შვება ვიგრძენი, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად კი პრობლემა საერთოდ წარსულში დარჩა. დღეს მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე.

ნაყენი სახსრების გასაჯანსაღებლად

დაგჭირდებათ: 

  • 300 გრამი სპირტი;
  • 1 ბოთლი ქაფურის სპირტი (10 მლ);
  • 1 ბოთლი იოდი (10 მლ);
  • 10 აბი ანალგინი.

მომზადებისა და გამოყენების წესი: 

  1. ასოპირინის ათივე აბი კარგად დაფქვით.
  2. ყველაფერი გადაურიეთ ერთმანეთში და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 21 დღის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
  3. ყოველდღიურად საღამოს საათებში, დაძინების წინ კარგად შეიზილეთ ეს ნარევი მტკივან სახსრებზე, შეიხვიეთ შალის ქსოვილით და დაწექით დასაძინებლად.
  4. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ტკივილების სრულ გაქრობამდე.
  5. თუ დილის საათებში გარეთ გასვლა არ გიწევთ, შეგიძლიათ ეს პროცედურა გაღვიძების შემდეგაც ჩაიტაროთ.

ეს საშუალება კურნავს და საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას რადიკულიტის, ართრიტის, ართროზისა და ოსტეოქონდროზის დროს.

თუ სახსრებისა და წელის ტკივილმა შეგაწუხათ, აუცილებლად დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთები ამ საშუალებით და პრობლემა ხანმოკლე დროში წარსულში დარჩება.

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!