ხელების კანზე გაჩენილ პიგმენტურ ლაქებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. 3 ნატურალური, საშინაო საშუალება

2070

მოყავისფრო შეფერილობის ლაქები, რომლებიც ხელების კანზე გვიჩნდება, უმეტეს შემთხვევაში დაბერების პროცესის თანმხლები მოვლენაა. გარდა ასაკის მატებისა, მათ განვითარებაზე გავლენა არაერთმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს.

რა იწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას? 

  • მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა;
  • კანის მოსავლელი სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, რომლებიც არაერთ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს;
  • მემკვიდრეობითობა და გენეტიკა;
  • მენოპაუზა;
  • ორსულობა;
  • სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების მიღება.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სახლის პირობებში? 

მართალია, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს არაერთ სპეციალურ კოსმეტიკურ პროდუქტს პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი საშუალებების უმრალვესობა საკმაოდ ძვირი ან სრულიად უსარგებლოა. გარდა ამისა, თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქტები წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც უარყოფითად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ, ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად უპირატესობა ნატურალურ, საშინაო საშუალებებს მიანიჭოთ, რომელთა ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.

ლიმონის წვენი

ტრადიციული მედიცინის თანახმად, ლიმონს აქვს კანის გაღიავების უნარი, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მისი გამოყენების დროს. იმ შემთხვევაში, თუ ლაქების წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ ლიმონის წვენით გადაწყვეტთ, შესაბამისი პროცედურები უნდა ჩიატაროთ მხოლოდ საღამოს საათებში, როდესაც თქვენი კანი მაქსიმალურად იქნება დაცული მზის სხივების ურთიერთქმედებისგან.

აიღეთ ხელის ნებისმიერი კრემი იმ რაოდენობით, რომელიც ერთ გამოყენებაზე გეყოფათ. დაუმატეთ მას მცირეოდენი ლიმონის წვენი, კარგად გადაურიეთ და შეუდექით კანის პრობლემური მონაკვეთების დამუშავებას. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ მთელი ღამით.

რეგულარული პროცედურების შედეგად, ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, დროთა განმავლობაში კი – საერთოდ გაქრება.

ვაშლის ძმარი

ეს სწორედ ის პროდუქტია, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ვაშლის ძმარი მართლაც რომ საკმაოდ ეფექტური პროდუქტია კანის პიგმენტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ, ხანმოკლე დროში პრობლემა წარსულში დარჩება.

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ხელის კრემი და ვაშლის ძმარი. მიღებული მასით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები და დაიტოვეთ ის სამოქმედოდ მთელი ღამით. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ძალიან მალე ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება.

ბაბუაწვერას ნაყენი

ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერა და მისი ნაყენი აქტიურად გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ. თუ ხელების კანზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ და მათი სასწრაფოდ მოშორება გსურთ, ეს ნაყენი აუცილებლად დაგეხმარებათ!

1 ჩაის ჭიქა (250 მლ) მდუღარე წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი (10 გრამი) გამომშრალი და დაფქული ბაბუაწვერა. როდესაც ნარევი კანისათვის კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, მოათავსეთ მასში ხელები რამდენიმე წუთით. გაიკეთეთ ხელების ეს აბაზანა დღეში 3-ჯერ, რათა ლაქებისგან ხანმოკლე დროში კვალიც კი არ დარჩეს.

სტატიაში წარმოდგენილი სამივე საშუალება მართლაც ძალიან ეფექტურია კანის პიგმენტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!