ვერძი
ვერძს პირველობა უყვარს. ის აზრი, რომ ვინმე შეიძლება მის ძალაუფლებასა და შესაძლებლობას დაუპირისპირდეს, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ყველა ადამიანს აშინებს. ვერძებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ არ შეცდნენ, მართლები არ იყვნენ, რაც “სწორი” ჰგონიათ, ის არასწორი არ აღმოჩნდეს. ვერძები სათქმელს ზუსტად და ლაკონურად ამბობენ, თუმცა, თუ ერთხელ შეეპარათ ეჭვი საკუთარ თავში, მათი ძალა და თავდაჯერებულობა ნაწილებად იმსხვრევა. თუმცა, ამ სამყაროში არავინ შეიძლება იყოს 100%-ით მართალი და ამ ნიშანმა ეს უნდა გაიაზროს.
კურო
კუროსთვის ფინანსების საკითხი მნიშვნელოვანია, ამიტომ როცა საქმე ისეთ რამეს ეხება, როგორიც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვა ან მანქანის პრობლემებია, ეს ნიშანი ძალიან ღელავს. კუროს ეშინია, რომ სიღარიბე ან უუნარობა ხელს შეუშლის ცხოვრებისეული მიზნებისა და ოცნებების მიღწევაში. მას უნდა სჯეროდეს, რომ ოცნებები აუხდება და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა. თუ სხვა ნიშნები გარისკვას ამჯობინებენ, კუროს ურჩევნია, სტაბილურ გზას მიჰყვეს. მას ეს შიში ხელს უშლის, გადადგას დიდი ნაბიჯები ფინანსური თუ კარიერული წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ თუ ზოგჯერ ინტუიციას ენდობა, შიშთან გამკლავებასაც მოახერხებს.
ტყუპები
ტყუპებისთვის ყველაზე ცუდი რამ ერთფეროვნებაა. ტყუპებს სიწყნარის, ერთ წერტილზე გაყინვის ეშინიათ. ეს არის ნიშანი, რომელსაც განძრევა, ახალი რაღაცების სწავლა, გამოცდილების მიღება, გაზრდის შეგრძნება სჭირდება. როცა ტყუპებს ერთფეროვნება ხვდება, თავს ისე დეპრესიულად გრძნობს, თითქოს თავად დააშავა რამე. მისთვის, რომ ეს შიში ძლიერ მხარედ აქციონ, მათ სჭირდებათ გაიაზრონ, რომ ცხოვრება ყოველთვის სწრაფი ტემპით არ მიედინება.
კირჩხიბი
ყველაზე დამოუკიდებელ კირჩხიბსაც კი სჭირდება ხალხის გარემოცვა, მეგობრებთან და ნათესავებთან ყოფნა. ეს იმიტომ კი არ არის, რომ კირჩხიბებს სოციალიზაცია მოსწონთ, არამედ ამით ისინი ცდილობენ გაექცნენ თავიანთ ყველაზე დიდ შიშს – მარტოობას. კირჩხიბს მარტო ყოფნის ეშინია, მისთვის პარტნიორობა, სიყვარული, ქორწინება და მეგობრობა სხვა ყველაფერზე მაღლა დგას, ამიტომ მას ეშინია, არ დაკარგოს ეს კავშირები – ამბობენ ასტროლოგები. ამ შიშის დაძლევის ერთადერთი გზა მისი კარგად გაცნობიერებაა. კირჩხიბმა უნდა გაიაზროს, რომ სიყვარულისთვის ხალხის გარემოცვა არ არის აუცილებელი – ეს გრძნობა ხომ შიგნიდან მოდის.
ლომი
ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ქება უყვარს. თუ ის იმ ყურადღებასა და აღიარებას ვერ მიიღებს, რაც სურს, შეიძლება ძალიან ინერვიულოს. ამ ნიშნის ყველაზე დიდი შიში რაღაცის იმაზე ნაკლებად შესრულება, ვიდრე ელოდნენ და ხალხისთვის (საკუთარი თავისთვისაც) წინააღმდეგობების შექმნის უფლების მიცემაა. ისინი სხვა ადამიანების აზრს საკუთარივით იღებენ, ეს მათი სუსტი მხარეა. ლომებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სხვებს არ შეუძლიათ, უთხრან, რისი გაკეთება შეუძლია ან რა უნდა უნდოდეს. მათი ენერგია მათშივე მდებარეობს, შიგნით, როგორც მათი მფარველი პლანეტა – მზეა.
ქალწული
ქალწული ცხოვრების ყველა ასპექტში პერფექციონისტია, სამსახურშიც და ურთიერთობებშიც. ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ ნიშანმა იგრძნოს, არის დამარცხება ან ფაქტი, რომ საკმარისად კარგი არ არის რამეში. უარყოფა ქალწულზე მართლა ცუდად მოქმედებს. ქალწულს ეშინია, რომ არ იყოს უსარგებლო ან რამის გაკეთება ვერ შეძლოს. თუ ქალწული საკუთარი მოლოდინების მიხედვით არ ცხოვრობს, შეიძლება ადვილად ჩავარდეს დეპრესიაში. ეს ნიშანი საკუთარ თავს იმის მიხედვით აფასებს, თუ რას მიაღწია, მაგრამ ეს ყოველთვის კარგი არაა. ეს შიში შეიძლება საჩუქრად გადაიქცეს, თუ ქალწული გაიაზრებს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ვიდრე სხვა რაღაცების კეთება. ეს აღიარება გაათავისუფლებს მას და საშუალებას მისცემს, შინაგან მიღწევებზე მოახდინოს მეტი კონცენტრირება, ვიდრე გარეგანზე.
სასწორი
სასწორი უდარდელი ნიშანია, რომელიც მუდამ ბალანსის დაცვისკენ მიისწრაფვის. ყველაფერი, რაც მისი ცხოვრების წესრიგის დარღვევას უქმნის საფრთხეს, სასწორისთვის საშიშია. სასწორი დიპლომატიისა და ბალანსის ნიშანია, ამიტომ დიდ ექსტრიმს ერიდება. თუ სასწორები ზოგჯერ მაინც მისცემენ საკუთარ თავს უფლებას, საზღვრებს გაცდნენ, მეტს მიაღწევენ. ცხოვრებას თავისი აღმართ-დაღმართი აქვს. სასწორებმა უნდა ისწავლონ, რომ ყოველთვის სიმშვიდესა და კომფორტში ვერ იცხოვრებენ.
მორიელი
ბევრ ადამიანს ეშინია თავისი რეალური სახის სხვებისთვის ჩვენება, მაგრამ არავის ისე, როგორც მორიელს. ამ ნიშანს ეშინია, მთლიანად არ გამოაშკარავდეს – გულის სიღრმეში ყველა მორიელშია რაღაც საიდუმლო, რომელიც მათაც კი აშინებთ. მორიელი ზოდიაქოს ყველაზე “ბნელი” ნიშანია”. მართალია, მორიელს ფართო ემოციური სპექტრი აქვს, მაგრამ არ მოსწონს თავისი ღრმა ფიქრების სხვებისთვის გაზიარება. ხშირად მჰგონია, რომ ნამდვილად ვერავინ გაუგებს, ამიტომ ჩაკეტილობა ურჩევნია. თუმცა, სამყარო არავისთვისაა იდეალური. მორიელმა უნდა ისწავლოს სხვებთან ურთიერთობა და სხვვების გამოცდილების გამოყენება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყელში წაჭერასა და კონტროლს ვერ იტანენ. როგორც ნამდვილ მეამბოხეებს, მათ არ მოსწონთ სხვისი წესების მიყოლა. ეშინიათ, რომ მათი ოცნებები თუ მიზნები ვერ განხორციელდება იმის გამო, რომ ვიღაცები ამას ეწინააღმდეგებიან. ეს მოგზაურობის მოყვარული ნიშანია, ამიტომ, მათი გადმოსახედიდან, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ თავისუფლება დაკარგონ, რაც ასე ძალიან უყვართ. კარგი იქნება, მშვილდოსანმა ადგილობრივი კულტურა დააფასოს და სახლის სიყავრული ისწავლოს.
თხის რქა
როგორც წესი, თხის რქა ბავშვების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც ეშინია, სკოლაში 10 ქულები რომ არ გამოყვეს. უფრო სერიოზულად, მას წარუმატებლობის ეშინია. თუ იმას ვერ მიაღწევს, რისთვისაც დიდ ხანს შრომობდა, მთლიანად განადგურდება. თხის რქებს მიღწევებისა და წარმატების ნაკლებობის ეშინიათ, რადგან მათი ცხოვრების მიზანი პროფესიულ წარმატებას უკავშირდება. თხის რქას არ უნდა, უბრალოდ, მანქანის შემადგენელი ნაწილი იყოს, მას მისი მართვა სურს. წარუმატებლობის შიში ამ ნიშანს მოტივაციას აძლევს, მაგრამ, ამასთანავე, შეიძლება რაღაც ნაბიჯების გადადგმაში ხელი შეუშალოს. თხის რქებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი მნიშვნელობა და ღირებულება მხოლოდ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე არაა დამოკიდებული.
მერწყული
მერწყულს არ უნდა, რომ ერთი უბრალო ცხვარი იყოს ფარაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ ვერ იყოს რაღაც მხრივ რევოლუციონერი. მას უნდა, რომ თავისი ინდივიდუალურობით იყოს ცნობილი და აფასებდნენ ამის გამო. ეშინია, რომ ცხოვრებას ისე დაასრულებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და ვერ შეძლებს, რამე შეცვალოს. ეს შიში საჩუქრად გადაიქცევა, თუ მერწყული გაიაზრებს, რომ ის უკვე განსხვავებულია. მისი განსხვავებულება ბუნებრივი ფაქტია და ამის გამოხატვა კრეატიულად შეუძლია.
თევზები
თევზები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იდეალისტები არიან. ამ ნიშნისთვის შეიძლება თავად რეალობა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობები იყოს შიშის წყარო. მას ეშინიათ, ვინმემ არ ჩაახშოს მისი იდეები და კრეატიულობის უნარი. ყველაზე მეტად თევზებს ეშინიათ, რომ ამ ჩაკეტილ და ცივ სამყაროში ვერავინ გაუგებთ. თევზები შეიძლება დიდ დროს ანდომებდნენ იმ ადამიანების თავიდან მოშორებას, რომლებიც მათ არ ჰგვანან ან ნეგატიური ენერგია მოაქვთ. თუმცა, თევზების საქმე ნეგატივისა და შიშის გამომჟღავნება კი არა, მათი გადალახვაა. ამ ნიშანს შეუძლია, სხვებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და სამყარო უკეთესი ადგილი გახადოს.