ხახვის წვენი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებითა და შენაერთებით გაჯერებული პროდუქტია, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.
ხაზი უნდა გავუსვათ ხახვის წვენში ფიტონციდების მაღალ შემცველობას – ნივთიერება, რომელიც უზრუნველჰოფს მცენარეებში კარგ იმუნიტეტს და იცავს მას მავნე ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების განვითარებისგან.
ძალიან სასარგებლოა ფიტონციდები ჩვენი ორგანიზმისთვისაც. ეს ნივთიერება ჩვენს სხეულში მოხვედრისას ანადგურებს სტრეპტოკოკულ, ტუბერკულოზურ, დიფტერიულ და დიზენტერიულ ჩხირებს.
რეგულარულად ამ ბოსტნეულის წვენის მირთმევით, გვიუმჯობესდება მადა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავების პროცესი. არაჩვეულებრივია ხახვის წვენი სხეულიდან ტოქსინების მოსაშორებლადაც.
გრიპისა და ხველის დროს ხახვის წვენს იყენებენ ზედმეტი სისველისა და ლორწოს მოსაშორებლად. შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს ხშირად აჩერებენ არჩევანს ამ პროდუქტზე, რადგან ის მოქმედებს ძლიერი შარდმდენი საშუალების სახით, რომელიც გვიხსნის შეშუპებას და გამოდევნის სილას.
თუ ათეროსკლეროზი გაწუხებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა საწყის სტადიაზეა, ხახვის წვენისა და თაფლის ნარევის რეგულარულად მირთმევა აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგიცავთ სერიოზული გართულებებისგან. ძალიან სასარგებლოა ეს ნაზავი ჰემორიისა და სისხლში ქოლესტერინის მოჭარბებული დონის დროსაც.
ხახვის წვენი ძალიან კარგია ეპიდემიებისა და გაციებითი დაავადებების სეზონზე. ის საგრძნობად გვიმსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს მკურნალობის პროცესს გრიპის, ბრონქიტისა და ანგინის დროს.
თუ სურდომ შეგაწუხათ, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში ხახვის ახლადგამუწურული წვენი რამდენიმე წვეთის ოდენობით.
თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაწუხებთ გაციების სიმპტომები, აუცილებლად მიირთვით თაფლისა და ნივრის ნაზავი. შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მიირთვით ის 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ანგინის შემთხვევაში მიირთვით წვენი თაფლის გარეშე, ანალოგიური ინსტრუქციით.
ბრონქიტის დროს ჭამის პროცესში მიირთვით ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავი (ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზის ოდენობით).
ადენოიდების მოშორებას შეძლებთ შემდეგი ინსტრუქციით: შეურიეთ ერთმანეთში10 მლ ხახვის ახლადგამოწურული წვენი, 10 გრამი ნატურალური თაფლი, 5 გრამი გამდნარი პროპოლისი (დინდგელი), 15 გრამი კაკაოს ზეთი და 30 გრამი ქაცვის ზეთი. მიღებული ნარევში კარგად ჩაალბეთ ბამბის ნაჭერი ან მარლა და მოითავსეთ ცხვირის ორივე ნესტოში დაახლოებით 20 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავის 1 სუფრის კოვზის ოდენობით მიღება.
ძალიან სასარგებლოა ეს პროდუქტი თავის ტვინის სისხლძრღვების სკლეროზისის შემთხვევაში. თაფლისა და ხახვის წვენის ნაზავი უნდა მიირთვათ დღეში 2-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე.
იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ჰიპერტონია აწუხებთ, ძალიან სასარგებლოა შემდეგი ნაზავი: გამოწურეთ წვენი 3 კილოგრამი ხახვისგან, დაუმატეთ 500 გრამი ნატურალური თაფლი და 25 ცალი კაკლის უღელი, შემდეგ დაასხით დაახლოებით ერთი ლიტრი ოჯახის არაყი. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მასა 10 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, ბოლოს გადაწურეთ. დაიწყეთ მისი მიღება ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა – სამკურნალო საშუალების ამოწურვამდე.
თუ ჰემორეამ (ბუასილმა) შეგაწუხათ, მიირთვით ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ. ამ შემთხვევაში თაფლი ხახვის წვენზე 2-ჯერ მეტი უნდა აიღოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვის წვენისათვის დამახასიათებელია უკუჩვენებებიც. მისი მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ პაციენტებს, რომელთაც ნაღვლის ბუშტის, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები აწუხებთ. ხახვის წვენი უკუვენებითია კუჭის მომატებული მჟავიანობისას და პანკრეატიტის შემთხვევაში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!