დიასახლისებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდ დროს, ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს სახლში იდეალური სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება. ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობების შემსუბუქება და გამარტივება სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა ხრიკების, მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით.
დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროთ ძალიან მარტივი მეთოდის შესახებ, რომელიც სამზარეულოს პირსახოცებს იდეალურ სითეთრეს, სიქათქათესა და სისუფთავებს დაუბრუნებს. ამ მეთოდით პირადად უკვე 20 წელია ვსარგებლობ და მინდა გითხრათ, რომ მისი ეფექტურობა მართლაც შთამბეჭდავია!
რაც არ უნდა რთული და ჩამჯდარი იყოს ლაქა, ამ პროცედურის შემდეგ ის უკვალოდ გაქრება!
დაგჭირდებათ:
- ცხელი წყალი
- სათლი
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი მშრალი გამათეთრებელი
- ჩაის ჭიქა სარეცხი ფხვნილი
ინსტრუქცია:
- აიღეთ სათლი და გაავსეთ ის ცხელი წყლით.
- ჩაამატეთ მზესუმზირის ზეთი, 2 სუფრის კოვზი მშრალი გამათეთრებელი და ერთი ჩაის ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი.
- ცხელ ხსნარში მოათავსეთ თქვენი პირსახოცები და დატოვეთ წყლის სრულ გაგრილებამდე.
- პროცედურის შემდეგ გაავლეთ პირსახოცები გამდინარე წყალში ან უბრალოდ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
თუ რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა მთავარი ის შედეგია, რომელიც აუცილებლად სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!