კურკუმა საოცარი სანელებელია. ვტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ კურკუმას მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. კურკუმას შემადგენლობაში შედის კურკუმინი, ბუნებრივი ანტბიოტიკი, რომელიც ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს, ნაწლავურ ფლორას.
დაამატეთ კურკუმა კერძებს. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, აფერხებს ტრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს გულის კუნთს და აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, ებრძვის პარაზიტებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ნაწლავებს ასუფთავებს ზედმეტი ლორწოსგან, აქვს მეტეორიზმისა და ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ამიტომ ეფექტურია ანემიის დროს.
შემოგთავაზებთ უამრტივესი ინგრედიენტებით მომზადებული სასარგებლო და გემრიელი სასმლის რეცეპტს.
სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 3 ლ
- ლიმონი 2-3 ცალი
- თაფლი 100-150 გრ
- კურკუმა 2 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- წყალი აადუღეთ.
- თბილ წყალს დაამატეთ თაფლი და კურკუმა.
- ლიმონი კარგად გარეცხეთ, გახეხეთ კანიანად და დაამატეთ კურკუმიან წყალს. გააჩერეთ 24 საათი.
- შემდეგ გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
დეტოქს სასმლის 100-100 მლ მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ სამი კვირის განმავლობაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!