იოდის აბაზანა ფრჩხილების სოკოვანი ინფექციისგან (ონიჰომიკოზისგან) კვალსაც არ დატოვებს

47663

ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია – პრობლემა, რომელსაც ადამიანების დიდი ნაწილი ვაწყდებით. ამ უსიამოვნო მოვლენას მედიცინაში ონიჰომიკოზის ან ფრჩხილების მიკოზის სახეწოდებით ვიცნობთ.

რა თქმა უნდა, ფარმაცევტული ინდუსტრია გვთავაზობს არაერთ სპეციალურ აბს მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ამ და მსგავსი პრეპარატების მიღება ძალზედ უარყოფითად ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე – მათთვის ხომ არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

ხალხური მედიცინა გვირჩევს, სოკოვან ინფექციას უბრალო იოდით ვებრძოლოთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ოჯახში მოიპოვება. თუ იოდს სწორად გამოიყენებთ, მარტივად გაუმკლავდებით ფრჩხილის სოკოს და თავიდან აირიდებთ მომავალში მის განვითარებას.

რა იწვევს სოკოვანი ინფექციის განვითარებას?

  • არასწორი ჰიგიენა;
  • ონიჰომიკოზით დაავადებული პაციენტის პირადი ნივთების გამოყენება;
  • ენდოკრინული ქრონიკული დაავადებები;
  • კანის ზედმეტი ოფლიანობა ან ზედმეტი სიმშრალე;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • სუსტი იმუნიტეტი;
  • რეგულარული სტრესი.

როგორია დაავადების სიმპტომები?

  • ფრჩხილი კარგავს მის ბუნებრივ შეფერილობას;
  • ფრჩხილის პლასტინა კარგავს სიგლუვეს;
  • გვიჩნდება ბზარები კანზე თითებს შორის და გვაწუხებს ქავილის აუტანელი შეგრძნება;
  • ფეხების უსიამოვნო სუნი იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს;
  •  ფრჩხილები განიცდის დეფორმაციას.

როგორ დავამარცხოთ ფრჩხილის სოკო?

იოდი

იოდი მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ძლიერი ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების ხარჯზე, ის საოცარ შედეგს რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში იძლევა.

ყველაზე მარტივი მეთოდი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად, დაინფიცირებული მონაკვეთების პირდაპირ იოდით დამუშავებაა. უბრალოდ აიღეთ ბამბის ჩხირი, ჩაალბეთ ის იოდში და კარგად დაიმუშავეთ არა მხოლოდ დაინფიცირებული ფრჩხილები, არამედ კანის შესაბამისი მონაკვეთებიც. თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს იხილავთ.

იოდის აბაზანა ფეხებისთვის

დაინფიცირების საწყის სტადიაზე ფეხების ეს აბაზანა აუცილებლად დაგემარებათ. ჩაასხით ტაშტში დაახლოებით 2,5 ლიტრი წყელი წყალი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი იოდი. თუ საოჯახო აფთიაქში ჩაის ხის ზეთიც გაქვთ, დაამატეთ ის აბაზანაში სულ რამდენიმე წვეთის ოდენობით.

მზა ნარევში მოათავსეთ ფეხები სულ რაღაც 10 წუთით და შემდეგ კარგად შეიმშრალეთ. შემშრალებული კანის დაინფიცირებული მონაკვეთები და ფრჩილები პროცედურის შემდეგ წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!

იოდს + ძმარი

ეს მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოკოვანი ინფექციის დასამარცხებად. ორივე ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით, შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული ნარევით კარგად დაიმუშავეთ კანის დაინფიცირებული მონაკვეთები და ფრჩილები. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე სასურველი შედეგის მიღებამდე.

როგორიც არ უნდა იყოს მკურნალობის მეთოდი, ფრჩხილის სოკოს საბოლოოდ მოშორება საკმაოდ დიდ დროს, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. პრობლემის გამწვავება თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებლად მიიღეთ ეს ზომები საწყის სტადიაზევე – ასე ნებისმიერი დაავადების მკურნალობა გაცილებით უფრო მარტივია!

ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!