ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის გაწმენდაზე რეგულარულად ზრუნვა. მხოლოდ ასეა შესაძლებელი კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება.
რა თქმა უნდა, ფარმაცევტული ინდუსტრია გვთავაზობს არაერთ სპეციალურ პრეპარატს ორგანიზმისა და სისხლის გასაწმენდად, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ასეთი საშუალებების გამოყენება ჩვენი ჯანმრთელობისთვის? გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ მსგავს სააფთიაქო აბებს, რომელთათვის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებია დამახასიათებელი.
ამ დავალებას გაცილებით ეფექტურად გაართმევს თავს საშინაო საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. ის შედგება მხოლოდ ორი ნატურალური კომპონენტისაგან და აქვს საოცრად დადებითი გავლენა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე.
წითელი ღვინო და ნიორი – ამ ორი ძალიან სასარგებლო ინგრედიენტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საშუალებას, რომელიც ბოლომდე წმენდს სისხლს ტოქსინებისგან, გამოდევნის სხეულიდან მავნე ნარჩენებს და გვამარაგებს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვინისა და ნივრის ნარევის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიმზე კოლოსალურია!
თუ იკვებებით არასწორად, გახასიათებთ მავნე ჩვევები და ხართ ალკოჰოლის მოყვარული, აუცილებლად ისარგებლეთ ჩვენი დღევანდელი მარტივი ინსტრუქციით, რათა ბოლომდე გაიწმინდოთ სხეული და აღიდგინოთ მისი ნორმალური ფუნქციონირება.
როგორ გავიწმინდოთ სისხლი, სისხლძარღვები და ღვიძლი მავნე ნარჩენებისაგან
ინგრედიენტები:
- ნიორი – 12 კბილი
- წითელი ღვინო – 0,5 ლიტრი
ინსტრუქცია:
- ნიორი კარგად გარეცხეთ და თითოეული კბილი დაჭერით 4 თანაბარი ზომის კუბიკად.
- ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი მინის ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი ღვინო.
- ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი თბილ ადგილას 2 კვირის განმავლობაში.
- ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი.
მიირთვით სამკურნალო ნარევი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. ამ დროში თქვენ ბოლომდე მოიშორებთ მავნე ნარჩენებს სხეულიდან და სისხლიდან. კურსის ჩატარება შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში ერთხელ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!