თუ თირკმელების, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები გაწუხებთ, ქინძისა და ოხრახუშის ნახარში აუცილებლად დაგეხმარებათ

4194

ამ უნიკალური ნახარშით, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ თირკმელების, ღვიძლისა და კუჭვეშა ჯირკვლის მუშაობას.

ქინძი და ოხრახუში – ორი ძალიან პოპულარული მწვანილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამზარეულოში. იცოდით, რომ ამ მცენარეებისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებია დამხასიათებელი?

A, K და C ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმით, მანგანუმითა და საკვები უჯრედისით მდიდარი ორივე ეს მცენარე მოგიტანთ უდიდეს სარგებელს.

თუ მათ ნახარშს ჩვენი დღევანდელი მარტივი ინსტრუქციით მოამზადებთ და მიიღებთ, შეძლებთ არაერთი უპირატესობის მიღებას ჯანმრთელობისათვის.

რატომ უნდა მივირთვათ ქინძისა და ოხრახუშის ნახარში?

  1. ეს საშუალება კურნავს თირკმელების ნებისმიერ დაავადებას;
  2. ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ინფექციებს, არაჩვეულებრივია დიარეის დროს;
  3. სტიმულირებს ღვიძლის მუშაობას;
  4. აუმჯობესებს მხედველობას და თავიდან გვარიდებს თვალის დაავადებებს;
  5. არაჩვეულებრივია კონიუქტივიტის დროს;
  6. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს;
  7. შარდმდენი თვისებების ხარჯზე გამოდევნის სხეულიდან მავნე ნივთიერებეს;
  8. აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს;
  9. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს;
  10. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. აიღეთ ქინძისა და ოხრახუშის ფოთლები თითო მუჭის ოდენობით.
  2. ჩაყარეთ ორივე მწვანილი ქვაბში და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ისინი ბოლომდე დაიფაროს.
  3. დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე.
  4. როდესაც წყალი წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ ნარევი კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
  5. მიეცით მასას დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად და შემდეგ გადაწურეთ სითხე სუფთა ჭურჭელში.
  6. მზა ნახარში მიირთვით დილის საათებში. ულუფა, რომელსაც მიიღებთ, გათვლილია ერთ დღეზე. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ნახარში.

კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. სამკურნალო კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ მხოლოდ თვეში ერთხელ. გარდა ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის გაუმჯობესებისა, ეს ნახარში მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, დააჩქარებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს, მოგაშორებთ სხეულიდან მავნე ნარჩენებს და ა.შ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!