მოიშორეთ ზედმეტი სისველე, ლორწო და ძლიერი ხველა ერთ ღამეში ნატურალური ნაზავით

1709

გრიპი – ერთ-ერთი ყველაზე გადამდები და უსიამოვნო დაავადება, რომელმაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვაწუხოს. მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა და სურდო – მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ უსიამოვნო სიმპტომებისა, რომლებიც გრიპს ახლავს თან.

მართალია, თანამედროვე ფარმაცევტული კომპანიები გვთავაზობს არაერთ სპეციალურ აბსა თუ პრეპარატს, თუმცა, როგორც ყველამ კარგად ვიცით, მათთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ძლიერმა ხველამ შეგაწუხათ, ძვირადღრირებული და მავნე ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული სააფთიაქო სიროფების ნაცვლად, გირჩევთ, გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ ძალიან ეფექტურ საშინაო საშუალებას ზედმეტი სისველისა და ლორწოს მოსაშორებლად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური საშინაო საშუალების შესახებ ვისაუბრებთ, რომლის დახმარებითაც თქვენ სულ რამდენიმე ღამეში დაამარცხებთ ძლიერ ხველას.

როგორ გავუმკლავდეთ ხველას ნატურალური ნაზავით

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ფქვილი

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ თაფლი და ფქვილი ერთმანეთში.
  2. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და რაც შეიძლება წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი.
  3. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
  4. თუ მასა ზედმეტად თხელი და არაწებოვანი გამოვა, დაუმატეთ მას კიდევ მცირეოდენი ფქვილი.

წაისვით ეს საშუალება სქელ ფენად მკერდის არეზე, დაიფინეთ ზემოდან მარლა და დაიფიქსირეთ ლეიკოპლასტირით. თუ ამ მეთოდს იყენებთ ბავშვებში ხველის სამკურნალოდ, კომპრესი გააჩერეთ სამოქმედოდ მაქსიმუმ 3 საათით. ზრდასრული პაციენტების შემთხვევაში, მისი მთელი ღამით დატოვებაა რეკომენდებული.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ჯანჯაფილს აქვს ენდოკრინული სისტემის გააქტიურების უნარი, რის გამოც შეიძლება დაიწყოთ ჭარბი ოფლიანობა კომპრესის გაკეთების შემდეგ, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

კომპრესის გაკეთებამდე რეკომენდებულია პატარა ტესტის ჩატარება: მცირეოდენი ეს ნაზავი წაისვით კანის პატარა მონაკვეთზე და დააკვირდით რამდენიმე წუთით, რათა არ განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საშუალება მართლაც ძალიან ეფექტურია. მას აქტიურად ვიყენებ ყოველთვის, როდესაც ჩემს შვილებს ხველა აწუხებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისუვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!