წნევის როგორი მაჩვენებელია ნორმალური თქვენი ასაკითვის და როგორ ვებრძოლოთ მაღალი წნევის პრობლემას

1657

წნევის როგორი მაჩვენებელი ითვლება ნორმალურად თქვენს ასაკში? ამ კითხვაზე სწორი პასუხის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა სააფთიაქო აბებს შეცდომით, არამიზნობრივად იღებს.

წნევის ნორმალური მაჩვენებელი ასაკის მიხედვით

  • ნორმალური წნევა ბავშვისათვის, რომელსაც 1 წელი ახლახანს შეუსრულდა: ბიჭების შემთხვევაში – 96/66, გოგონები – 95/65.
  • ნორმალური წვენა 10 წლამდე ბავშვისათვის: ბიჭები – 103/69, გოგონები – 103/70.
  • ნორმალური წნევა 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის: ბიჭები – 123/76, გოგონები – 116/72.
  • 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის: მამაკაცები – 126/79, ქალბატონები – 120/75.
  • შუახნის ასაკის პაციენტებისთვის (40 წლამდე): მამაკაცები – 129/81, ქალბატონბი – 127/80.
  • ნორმალური წნევა 50 წლამდე ადამიანებში: მამაკაცები – 135/83, ქალბატონები – 137/84.
  • ხანდაზმული (60 წელს გადაცილებული) პაციენტებისთვის: მამაკაცები – 142/85, ქალბატონები – 144/85.
  • ნორმალური წნევა 70 წელს გადაციებულ პაციენტებში: მამაკაცები – 145/82, ქალბატონები – 159/85.
  • 80 წელს გადაბიჯებულ პაციენტებში: მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის – მიახლოებით 147/82 – 157/83.

როგორ ვებრძოლოთ მაღალ წნევას აბების გარეშე?

საშუალება №1

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკმაოდ ეფექტური გზა წნევის შესამცირებლად ფეხების ცხელი წყლით სავსე ტაშტში მოთავსებაა. სანამ წყალი გაგრილდება, წნევის მაჩვენებელი დაახლობით 15 ერთეულით შემცირდება. თუ ვენების ვარიკოზი გაწუხებთ, მოცემული მეთოდი თქვენთვის უკუჩვენებითია.

საშუალება №2

კამის თესლი – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მაღალი წნევის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, მიეცით დრო გასაგრილებლად და დაიწყეთ ნაყენის მიღება პატარ-პატარა ყლუპებით.

საშუალება №3

ნახევარ ჩაის ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მიირთვით. მიიღეთ ასეთი სასმელი ყოველდღიურად წნევის დარეგულირებამდე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. როგორ ებრძვით მაღალ წნევას თქვენ? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით – ასე ძალიან დაგვეხმარებით!