ბებიის უნივერსალური ნაყენი, რომელიც აძლიერებს სახსრებს და ძალიან გვეხმარება სებორეას, ართროზისა და კუნთების ატროფიის დროს

2667

რეცეპტი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, ძალიან დაგეხმარებათ მუხლისა და ბარძაყის სახსრის დეფორმირებადი ართროზის დროს, ხელებისა და ფეხების კუნთების ატროფიისაას, სკლეროდერმიის შემთხვევაში და სხვა არაერთი მსგავსი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

დაგჭირდეათ ერთი დიდი ზომის წითელი ცხარე წიწაკა, რომელიც უნდა დაკეპოთ წვრილად თავის თესლებთან და წიპწებთან ერთად. მოაჭერით თქვენს ალოეს, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ მოგირწყიათ, ქვედა დიდი ფოთოლი და მოამზადეთ მისგან ფაფა ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით. ალოეს ფაფა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაუმატეთ დაკეპილი წითელი წიწაკა და 2 სუფრის კოვზი გამომშრალი და დაფქული ქრისტესსისხლა. დაასხით ამ ნარევს 400 გრამი არაყი და კარგად მოურიეთ.

ქილა თავიდან ბოლომდე შეფუთეთ ფოლგით და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 21 დღის განმავლობაში (ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი). დაყოვნებული ნარევი გადაწურეთ ახალ, სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ ის მაცივრის ქვედა თაროზე.

კარგად შეიზილეთ ეს საშუალება მტკივან სახსრებში (იკეთეთ მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებით), შემდეგ შეიხვიეთ შალის თბილი ქსოვილით და წამოწექით 20-30 წუთით. ტკივილი სწრაფადვე გაივლის!

რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში თქვენ აუცილებლად დაივიწყებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც სახსრბის გაუსაძლისი ტკივილია!

გარდა ჩვენი სახსრებისა, ძალიან სასარგებლოა ეს ნაყენი მშრალი და სველი ეგზემის, დერმატიტისა და სებორეას დროს. თუ კბილი აგტკივდათ, დაიფინეთ ღრძილზე ამ ნაყენში დასველებული ბამბა და დისკომფორტის შეგრძნება მყისიერად გაივლის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!