პანკრეატიტი პანკრეასის ჯირკვლლის ანთებაა, რომელიც მდებარეობს მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან. მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარების მიუხედავად, არაერთი წელი პანკრეატიტის მსუბუქად მიმდინარე ფორმა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.
ამ რეცეპტს, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, საბჭოთა კავშირის ძველ სამედიცინო ჟურნალში წავაწყდი. მისი ავტორი გამოხატავდა მადლიერებას ექიმ-ფსიქოთერაპევტის, ელენა ალექსანდროვნა ვინოგრადოვის მიმართ. გამოცდილი ექიმის რჩევით, ქალბატონი 19 წლიანი ტანჯვისაგან პროპოლისის ნაყენით განიკურნა.
ჟურნალში დაბეჭდილი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არაფერს ვკარგავდი, პროპოლისის ნაყენის მიღება გადავწყვიტე. საკმაოდ მარტივი ინსტრუქციის მიხედვით, მას ყოველი თვის დასაწყისში ზედიზედ 10 დღე საღამოობით ვსვამდი.
მკურნალობის საერთო კურსი შეადგენს 6 თვეს. ვიღებთ პროპოლისის ნაყენს 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ვისვენებთ 20 დღე.
როგორ განვიკურნე ქრონიკული პანკრეატიტისაგან
გთავაზობთ საკუთარ თავზე გამოცდილ რეცეპტს, რომელსაც ძალიან ვემადლიერები: 20 წვეთი პროპოლისის 10 პროცენტიანი ნაყენი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა (დაახ. 100 მლ) ცხელ რძეში. თუ რძის დიდი მოყვარული არ ხართ, შეამცირეთ მისი ულუფა მეოთხედ ჩაის ჭიქამდე ან ერთ სუფრის კოვზამდე.
პროპოლისისა და რძის ეს ნაყენი სასარგებლოა არა მხოლოდ პანკრეასის ჯირკვლისთვის, არამედ გაციებითი და სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ნაყენს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც და საგრძნობლად გვიუმჯობესებს ძილის ხარისხს.
პროპოლისის 25 მილილიტრინი ნაყენი, რომლის შეძენასაც შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში, გეყოფათ საკმაოდ დიდი ხნით.
პირადად მე, მას საკუთარი ხელით ვამზადებდი: შეიძინეთ მაღალხარისხიანი პროპოლისი (დინდგელი) მეფუტკრისაგან. მინის პატარა ქილაში ჩაყარეთ 5 გრამი პროპოლისი და დაასხით 50 მლ 75%-იანი სპირტი. თუ მხოლოდ 96%-იანი სამედიცინო სპირტი გაქვთ, აიღეთ ის 40-45 მილილიტრის ოდენობით. დააფარეთ ქილას თავსახური და დააყოვნეთ ის 10 დღით ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად კარგად შეანჯღიეთ ნარევი.
10 დღის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული ულუფა გეყოფათ მთელ ოჯახს საკმაოდ დიდი ხნით.
ძალიან კარგია ეს ნაყენი ბავშვებში ხველის სამკურნალოდაც. თუ თქვენს შვილს ხველა ან გაციების ნებისმიერი სიმპტომი შენიშნეთ, ძილის წინ დაალევინეთ ნახევარ ან მეთოხეთ ჩაის ჭიქა თბილ რძეში დამატებული 1 წვეთი პროპოლისის ნაყენი. უკვე მოერე დილას ის თავს არაჩვეულებრივად იგრძნობს.
დადებითი გავლენა აქვს პროპოლისის ნაყენს ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც. თუ ატყობთ, რომ წყლულები გიჩნდებათ (გაწუხებთ ხშირი გულძმარვა, დისკომფორტის შეგრძნება, კუჭის წვა და ა.შ.), მიირთვით ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში დამატებული რამდენიმე წვეთი პროპოლისის ნაყენი ყოველ საღამოს, დაძინების წინ. ასე საქმეს წყლულებამდე ნამდვილად აღარ მიიყვანთ.
პირადად მე ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა. ქრონიკული პანკრეატიტი, რომელიც არაერთი წელი მტანჯავდა, თავიდან მოვიშორე, დღეს კი 74 წლის ვარ.