ფეხების შეშუპება და შესიება – გაცილებით მეტი, ვიდრე კოსმეტიკური პრობლემა. სავსებით შესაძლებელია, ამ უსიამოვნო მოვლენას საფუძვლად ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემა ედოს, რის გამოც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან და გამოიკვლიოთ თავი.
ხშირად კიდურების შეშუპება სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ხანგრძლივი დროით განუძრევლად ჯდომის, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარების, ან სულაც თირკმელების მუშაობის დარღვევის შედეგია.
სამწუხაროდ, მხოლოდ დასვენება და საწოლში კომფორტულად მოკალათებაა არა არის საკმარისი იმისათვის, რომ შეშუპებაა დაცხრეს.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ საშინაო მეთოდს შეშუპების მომენტალურად მოსახსნელად. ყველა ამ საშუალების შედეგიანობა დროითა და პრაქტიკით არის დამოწმებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ…
როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას
1. კომბოსტოს ცივი ფურცელი
კომბოსტოს ფურცელი ფეხების შესიებას სწრაფად მოგიხსნით! მოათავსეთ ის საყინულეში რამდენიმე წუთით და შემდეგ ცივ მდგომარეობში დაიფინეთ სხეულის პრობლემურ მონაკვეთზე. როდესაც ის გათბება, ჩაანაცვლეთ ახალი ფოთლით. შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.
2. სასმელი რეჟიმი
თუ დღის განმავლობაში ცოტა წყალს სვამთ, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში, სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ ამ მავნე ჩვევის მოშორებაზე. მიირთვით დღის განმავლობაში საშუალოდ 2,5 ლიტრი წყალი, რათა შეძლოთ შეშუპების დამარცხება.
3. მოხარშული ბრინჯი და საჭმელი სოდა
დაახლოებით ერთ მუჭა მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და კარგად აზილეთ. მიღებული მასა წაისვით სქელს ფენად შეშუპებულ კიდურზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
4. ევკალიპტის აბაზანა
ევკალიპტი სასარგებლო მხოლოდ კოალებისთვის როდია… თუ თქვენს აბაზანაში რამდენიმე წვეთ ევკალიპტის ეთერზეთს დაამატებთ, სწრაფად მოიხსნით შეშუპებას. ეს ეთერზეთი სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რის ხარჯზეც ვამარცხებთ პრობლემას.
5. ზღვისა და ჰიმალაის ვარდისფერი მარილი
აავსეთ ტაშტი თბილი წყლით, დაუმატეთ მცირეოდენი ზღვის მარილი და ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. მოათავსეთ ამ აბაზანაში ფეხები 15-20 წუთით, რათა შეშუპება საგრძნობლად შემცირდეს.
6. მაგნიუმი კვების პროდუქტებში
ადამიანს, რომელსაც ორგნიზმში მაგნიუმის ნორმალური დონე აქვს, შეშუპების არ უნდა ეშინოდეს! თუ ეს უსიამოვნო პრობლემა თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, გაამდიდრეთ კვების რაციონი მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით: მწვანე ბოსტნეული, კაკაო, თხილეული, წიწიბურა, შვრია, კვერცხი და ა.შ.
7. ყინული
ფეხების შესიების დროს ყინული ძალიან დაგეხმარებათ. გაავსეთ ტომარა ყინულის კუბიკებით და დაიფინეთ ის პრობლემურ მონაკვეთზე რამდენიმე წუთით, რათა შეშუპება მომენტალურად დაცხრეს.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!