გარდა კერძებისათვის საოცარი გემოსა და არომატის მინიჭებისა, მიხაკი სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. დღეს გიამბობთ, თუ რატომ და როგორ უნდა მივირთვათ ეს არომატული სანელებელი რეგულარულად…
მიხაკის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
1. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას
მიხაკი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომლიც იმუნიტეტის გაძლიერების მიზნითაც შეგიძლიათ მიირთვათ. ამ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები ზრდის სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების დონეს სხეულში, რის ხარჯზეც უფრო ეფექტურად ვებრძვით ნებისმიერი სახის ინფექციას. საკმაოდ მაღალია C ვიტამინის შემცველობაც ამ არომატულ სანელებელში.
2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
თუ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით მიხაკი. ის სტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას, რის ხარჯზეც საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. საკმაოდ მაღალია მიხაკში უჯრედისის შემცველობაც, რომელიც თავიდან გვარიდებს ყაბზობას.
3. ხსნის კბილის ტკივილს
თუ მოულოდნელად კბილის ტკივილმა შეგაწუხათ, მიხაკი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაგეხმარებათ. სანამ სტომატოლოგთან მიხვლათ, ტკივილის დროებით გაყუჩებას მარტივად შეძლებთ მიხაკის პრობლემურ კბილზე მიდებით.
4. აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას
მიხაკში შემავალი ნივთიერება ევგენოლი სტიმულირებს ღვიძლის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გაფილტვრაზე. რეგულარულად ჩაღეჭეთ მიხაკი, თუ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ.
5. ამცირებს ანთებას ორგანიზმში
ევგენოლი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ნივთიერებაა. როგორც უკვე ვახსენეთ, მას საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მიხაკი.
თუ რაიმე სახის ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გაწუხებთ, აუცილებლად ჩაღეჭეთ მიხაკი. უსიამოვნო შეგრძნებები მალევე გიავლის.
6. აძლიერებს ძვლებს და სახსრებს
მიხაკი შეიცავს ჩვენი ძვლებისა და სახსრების სიძლიერისათვის აუცილებელი კომპონენტების საკმაოდ დიდ ნაწილს: ფლავანოიდები, მანგანუმი, ევგენოლი და ა.შ. თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიირთვით ეს სანელებელი რეგულარულად.
7. ანადგურებს ბაქტერიებს
მიხაკი ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. ის ეფექტურად ებრძვის ისეთ საშიშ ბაქტერიებს, როგორიც ნაწლავის ჩხირი და სტაფილოკოკია. თუ მიხაკს რეგულარულად ჩაღეჭავთ, შეძლებთ პირის ღრუს გაჯანსაღებასა და უსიამოვნო სუნის სამუდამოდ მოშორებას.
8. მიხაკი – ანტიოქსიდანტების დიდი წყარო
ეს არომატული სანელებელი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით პოლიფენოლებს – უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელსაც მოაქვს დიდი სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის: ამცირებს ქოლესტერინის დონესა და სისხლის წნევას, უბრუნებს სისხლძარღვებს მოქნილობას და აქვს დადებითი გავლენა გულის კუნთზე.
9. აწესრიგებს შაქრის დონეს სისხლში
რეკომენდებულია მიხაკის რეგულარულად მირთმევა დიაბეტიკებისათვის, რადგან ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
10. თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას
ევგენოლი თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და თრომბების ფორმირებას. თუ სისხლის გამათხევადებელ პრეპარატებს იღებთ, აუცილებლად მოერიდეთ მიხაკის მირთმევას, მან უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს.
დილას, გაღვიძებისთანავე ჩაღეჭეთ მიხაკის 2 გამომშრალი ჩხირი და დააყოლეთ ერთი ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერტურის წყალი. მიირთვით ის ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 10 დღიანი შესვენება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!