მარტივი ხრიკით თქვენი ძვირფასეულობა იბრწყინებს იმაზე უკეთ, ვიდრე შეძენის დღეს

8847

ყველას გვიყვარს საიუველირო ნაწარმი. შეიძლება ითქვას, ქალბატონების არც თუ ისე მცირე ნაწილს ძვირფასი ქვებისა და სამკაულების გარეშე ცხოვრება ვერც წარმოგვიდგენია. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ჩვენი ძვირფასი ნივთები, იქნება ეს საქორწინო ბეჭედი, სამაჯური თუ ყელსაბამი, ძალიან ბინძურდება და კარგავს მთელ სილამაზეს.

ამ უმარტივესი ტექნიკით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, ნებისმიერ ნივთს საოცარ ბზინვარებასა და სისუფთავეს თვალის დახამხამებაში დაუბრუნებთ. თქვენი საიუველირო პროდუქცია იმაზე უკეთ იბრწყინებს, ვიდრე შეძენის დღეს.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. სუფრის მარილი
  • 1 ს.კ. საჭმელი სოდა
  • 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი
  • ალუმინის ფოლგა

ინსტრუქცია:

  1. პატარა ჯამის ფსკერზე ჩააფინეთ ალუმინის ფოლგა და შემდეგ ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა (დაახ. 200 მლ) წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. როდესაც წყალი კარგად გაცხელდება, გამორთეთ ცეცხლი და დაამატეთ ჭურჭელში მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
  3. ჩაყარეთ ცხელ წყალში თქვენი ძვირფასი ნივთები და დატოვეთ 5-10 წუთით, შემდეგ გარეცხეთ ცივი გამდინარე წყალით და შეამშრალეთ რბილი ქსოვილით.
  4. ისინი სისუფთავისგან იბრწყინებს!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!