15 გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მხოლოდ საჭმელი სოდით ვებრძვი

30676

ნატრიუმის ბიკარბონატი, იგივე საჭმელი სოდა – იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელსაც ვხვდებით ყველა ოჯახის სამზარეულოში. ამ ინგრედიენტს ხშირად ვაწყდებით არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხური მედიცინის რეცეპტებში, რაც მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული. ხშირად შეხვდებით სოდას თავის მოსავლელ საშინაო საშუალებებშიც.

რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ საჭმელი სოდა? 

1. ამარცხებს ხველას

რძეში გახსნილი საჭმელი სოდის გემო ბავშვობიდან ყველას კარგად გვახსოვს. დღემდე ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ხველის შესამსუბუქებელ საშინაო საშუალებად – რძეში გახსნილი სოდა ათხევადებს ლორწოს და გამოდევნის ზედმეტ სისველეს ბრონქებიდან. ექიმების რეკომენდაციით, უნდა მივიღოთ ერთ ჭიქა ცხელ რძეში გახსნილი 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, რათა სწრაფად დავამარცხოთ ხველა. მიირთვით ეს სასმელი საღამოს, დაძინების წინ.

2. ამარცხებს გაციებას

თუ რძის გემოს ვერ იტანთ ან ლაქტოზაზე ალერგიული ხართ, ხველისა და გაციების სამკურნალოდ ჩაიტარეთ ინჰალაციის პროცედურები მდუღარე წყალში 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდის დამატებით.

3. ეფექტურად უმკლავდება ყელის ტკივილს

არაფერი ამსუბუქებს ყელის ტკივილს ისე, როგორც პირის ღრუში საჭმელი სოდის წყალხსნარის გამოვლენა – ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალზე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. დღის განმავლობაში ეს ხსნარი უნდა გამოივლოთ მინიმუმ 5-ჯერ, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ ყელის ტკივილისგან. სოდა ატენიანებს ყელის ლორწოვან გარსს და ამცირებს მის გაღიზიანებას.

4. უმკლავდება სურდოს

სურდოს სწრაფად გაუმკლავდებით ცხვირში სოდის წყალხსნარის ჩაწვეთებით. პიპეტის გამოყენებით, ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ ეს ხსნარი რამდენიმე წვეთის ოდენობით და რამდენიმე წუთის შემდეგ კარგად მოიწმინდეთ ცხვირი, რათა ბოლომდე გაიწმინდოთ ის დაგროვებული ლორწოსგან. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ.

5. გვიმსუბუქებს მდგომარეობას კონიუქტივიტის დროს

თუ კონიუქტივიტი გაწუხებთ, დაიმუშავეთ თვალები და კანი მის გარშემო სოდის წყალხსნარით. კარგად დაასველეთ ბამბის დისკი ამ სითხეში, გადაწიეთ თავი, დახუჭეთ თვალები და დაიფინეთ ზემოდან. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

6. ამარცხებს გულძმარვასა და კუჭის ტკივილს

თუ საშინელი გულძმარვა ან კუჭის ტკივილი გაწუხებთ, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად ეფექტური საშუალებაა საჭმელი სოდა უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად. ის ანეიტრალებს კუჭის წვენის სიმჟავეს და საოცარ შვებას მყისიერად ვგრძნობთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ სოდის ხშირმა მიღებამ შეიძლება დაგიზინაოთ კუჭის კედლები დ გაამწვავოს სიტუაცია. სწორედ ამ მიზეზის გამო, სოდის წყალხსნარის მირთმევა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელთ სხვა საშუალება არ მოგეპოვებათ.

7. ძალიან გვეხმარება არითმიის დროს. 

უკვე არაერთი წელია საჭმელი სოდა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ანტიარითმიულ საშუალებად. თუ გულისცემა უცბად გაგიხშირად, მიირთვით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.

8. მათთვის, ვისაც არ უყვარს მგზავრობა

თუ მგზავრობას ვერ იტანთ, ღებინების შეგრძნებას მარტივად მოიხსნით წყალში გახსენილი მცირეოდენი საჭმელი სოდის მირთმევით.

9. დამწვრობის დროს

თუ თქვენს გარშემო ვინმემ მოულოდნელათ მჟავით დამწვრობა მიიღო, მისი განეიტრალება საჭმელი სოდით შეგიძლიათ.

10. ჩირქოვანი ინფექციები

თუ თითის ჩირქოვანი ინფექცია გაწუხებთ, მოამზადეთ ძლიერი ხსნარი სოდისგან: ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში დაამატეთ 2 პირამდე სავსე სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მოათავსეთ დაზინებული თითი ამ აბაზანაში, როგორც კი ის კანისათვის კომფორტული ტემპერტურის გახდება და გააჩერეთ 20 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ, რათა ანთებამ სწრაფად გაიაროს.

11. ამსუბუქებს კბილის ტკივილს 

თუ კბილის ტკივილმა მოულოდნელად შეგაწუხათ, აუცილებლად გამოივლეთ საჭმელი სოდა პირის ღრუში. ის სწრაფად შეგიმსუბუქებთ ტკივილს და შეგიწყობთ ხელს ანთების ჩახშობაში.

12. აქვს დადებითი გავლენა კანზე

თუ სარეცხ საპონს გახეხავთ, მას მცირეოდენ სოდას დაუმატებთ და მიღებული ნაზავით სახის კანს კარგად დაიმუშავებთ, შეძლებთ მკვდარი უჯრედების აქერცვლასა და მოშორებას, კანის ფორების ღრმად გაწმენდას და მათ შევიწროებას. ძალიან ეფექტურია ეს საშუალება აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველადაც.

13. გვაშორებს ყვითელ ნადებს

სოდა ათეთრებს კბილებს. თუ მას მცირე რაოდენობით ჯაგრისზე მოაყრით და კბილებს კარგად გაიხეხავთ, შეძლებთ უსიამოვნო ყვითელი ნადების მოშორებას. პროცედურის ჩატარებისას უნდა გამოიჩინოთ დიდი სიფრთხილე და ზომიერება, რადგან საჭმელი სოდის ხშირი გამოყენება აზიანებს კბილის ემალს.

14. ებრძვის ჭარბოფლიანობას

საჭმელი სოდა ამცირებს ოფლის გამოყოფას. თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ჭარბოფლიანობა თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, სხეულის შესაბამისი მონაკვეთები დაიმუშავეთ საჭმელი სოდის ძლიერი წყალხსნარით. ჭარბი ოფლდენა და უსიამოვნო სუნი ასეთი პროცედურის შემდეგ აღარ შეგაწუხებთ.

15. ხსნის შეშუპებას და დაღლილობას 

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ფეხების შეშუპებისა და სიმძიმის განცდის მოხსნაში შემდეგი აბაზანა დაგეხმარებათ: დაახლოებით 10 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და მოათავსეთ ფეხები ამ ხსნარში 15 წუთით.

როგორც ხედავთ, საჭმელი სოდა მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელიც არაერთი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!