როგორ მოვიშოროთ აკნე, პიგმენტური ლაქები და გავიახალგაზრდავოთ თავი ხახვის წვენით

1261

ხახვი არა მხოლოდ პოპულარული ბოსტნეული, არამედ სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოსტნეული და მისი წვენი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და თავიდან გვარიდებს არაერთ საკმაოდ სერიოზულ დაავადებას.

გარდა სამკურნალო თვისებებისა, ხახვს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. მისი დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი აკნეს დამარცხება, პიგმენტური ლაქების მოშორება, კანის გაღიავება და გაახალგაზრდავება.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ბოსტნეული და მისი წვენი. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

ხახვის წვენი ჩვენი კანისთვის

აკნეს წინააღმდეგ ბრძოლა

თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, ხახვის წვენი ძალიან დაგეხმარებათ. ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებების ხარჯზე, ის სწრაფად გაგათავისუფლდებთ პრობლემისგან. ხახვის წვენი არა მხოლოდ დაიცავს თქვენს კანს დაბინძურებისგან, არამედ მინიმუმამდე შეამცირებს მავნე ბაქტერიებით დაინფიცირების რისკს.

ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი ხახვის წვენი კარგად შეურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნაზავით დაიმუშავეთ წინასწარ კარგად გაწმენდილი კანი, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყალით.

პიგმენტური ლაქების მოშორება

ხახვის შემადგენლობაში შედის საკმაოდ დიდი რაოდენობით E, A და C ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და მინერალები, რომლებიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში. გარდა ამისა, ეს პროდუქტი საიმედოდ იცავს ჩვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

შეურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი ხახვის წვენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებულ ნაზავში ჩაალბეთ ბამბა და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყალით.

კანის გაახალგაზრდავება

ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ხახვს აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კანის მდგომარეობა საგრძნობლად რომ გაიუმჯობესოთ, ხახვის ახლადგამოწურული წვენით კარად დაიმუშავეთ სახის კანი, გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ლაქები, ნაოჭები, გამონაყარი და კანის სხვა მსგავსი დეფექტები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

კანის გაღიავება

თეთრი, რძისფერი შეფერილობის სახის კანი – ის, რაზეც ბევრი ქალბატონი ოცნებობს. კანის ტონის გათანაბრებასა და მის გაღიავებაში ძალიან დაგეხმარებათ საშინაო ნიღაბი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ. ხახვის წვენი
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. რძე
  • 1 ჩ.კ. მუსკატის კაკალი

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში და მიღებული ნაზავი კარგად წაისვით სახის კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყალით. ეს ნიღაბი არა მხოლოდ გააღიავებს კანს და გაათანაბრებს მის ტონს, არამედ დაიცავს გამოშრობისგანაც.

ახლა უკვე იცით, თუ როგორ გამოიყენოთ იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული კანის დეფექტების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!