ჩემი ქუსლები კოჟრებითა და ბზარებით იყო გადაფარული. ამ მარტივმა საშუალებამ პრობლემა უმოკლეს ვადაში მომიგვარა

54651

თუ ქუსლებზე კანი გამოგიშრათ, დაუყონებლივ გადადით მოქმედებაზე. უყურადღებობას შედეგად მოჰყვება კანის გაუხეშება, აქერცვლა, ნახეთქებისა და ბზარების წარმოქმნა.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული აბაზანის რეცეპტს. რამდენიმე წუთიანი პროცედურის შემდეგ შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას. გექნებათ რბილი და გლუვი ქუსლები.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  • 2 ლ თბილ წყალს დაამატეთ 3 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი, 8 წვეთი ამიაკის სპირტი და კარგად აურიეთ.
  • მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი.
  • ცოტა შხაპის გელი დაიტანეთ ქუსლების სახეხზე და გაიხეხეთ ქუსლები. დაორთქლილი და დარბილებული ქუსლებიდან მარტივად აიღებთ გაუხეშებულ კანს.
  • გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით ფეხის საცხი, რომლის შემადგენლობაშიც შედის შარდოვანა.

საცხი წაისვით რეგულარულად, დილა-საღამოს, და ქუსლების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.