ბანანი ძალიან გემრიელი, არომატული და სასარგებლო ხილია. ბანანით ნებისმიერი დესერტის მომზადება შეგიძლიათ. შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომის, ნაზი და ჰაეროვანი შიგთავსისა და ბანანის განუმეორებელი არომატის საოცარ კომბინაციას.
ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
- ფქვილი 300 გრ
- კარაქი 100 გრ
- ბანანი 3 ცალი
- კვერცხი 3 ცალი
- უცხიმო არაჟანი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ ცომს.
- კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გამოყავით. ცილა ცოტა ხნით შედეთ მაცივარში, ხოლო გულს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი, გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ მკვრივ ცომს. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების პარკი და 10-15 წუთით შედეთ მაცივარში.
- ბანანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
- მრგვალ საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი გააბრტყელეთ ფორმის ზედაპირზე და ამოიტანეთ გვერდებზეც.
- არაჟანს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი და ათქვიფეთ შაქრის გადნობამდე. ცომზე მოაწყვეთ ბანანის ნაჭრები და თანაბრად გაანაწილეთ არაჟნიანი მასა.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
ამზადებთ კრემს:
- 3 კვერცხის ცილა ათქვიფე გათეთრებამდე და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, მწიკვი ვანილი და მწიკვი ლიმონმჟავა.
- სრულ მომზადებამდე 3-5 წუთით ადრე ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან და გადაუსვით ცილა. ზემოდან მოაწყვეთ ბანანის ნაჭრები და 3-5 წუთით კვლავ ღუმელში შედეთ.
შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ან ნუშის ფანტელი, დაჭრილი ნიგოზი ან მოახეხოთ თეთრი შოკოლადი. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.
ბანანის ღვეზელი საოცრებაა. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!