როგორ მივიღოთ ჭარხალი სწორად, რათა დავამარცხოთ გაცხიმოვნება, გულის დაავადებები და გავიწმინდოთ ღვიძლი

75313

რატომ გვაიძულებდნენ ბებიები ბავშვობაში ჭარხლის მირთმევას? პასუხი ამ შეკითხვაზე მარტივია – მას ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და მთელ ორგანიზმზე.

დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ ჭარხლის გამჯანსაღებელი სასმელის დამზადება, რომელიც ჩაანაცვლებს მთელ თქვენს საოჯახო აფთიაქს. მოცემული სასმელი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველა ორგანოსა და სისტემისთვის!

როგორ გავიჯანსაღოთ მთელი ორგანიზმი ჭარხლით

ინგრედიენტები: 

  • 1,5 კგ ჭარხალი
  • 2 ლიტრი ცხელი წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია:

  1. ჭარხალი კარგად უნდა გავრეცხოთ, გავასუფთავოთ კანისგან და თითოეული ნაყოფი გავჭრათ 4-5 თანაბარ ნაწილად.
  2. დაჭრილ ჭარხალს დაასხით 2 ლიტრი ცხელი წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
  3. გაგრილებულ ნახარშში ვამატებთ 1 სუფრის კოვზ შაქარს და 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს.
  4. მზა სასმელი უნდა შევინახოთ მაცივარში.

მიღების წესი: 

დღეში 4-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ჭარხლის მზა სასმელი უნდა მიირთვათ 30-40 მილილიტრის ოდენობით. უმჯობესი იქნება, თუ ნელ-ნელა დაჭრილ ნაყოფებსაც ამოჭამთ.

რატომ უნდა მივირთვათ ეს სასმელი? 

  1. გაიწმენდთ სისხლძარღვებს და გაიუმჯობესებთ სისხლის შემადგენლობას;
  2. შარდმდენი თვისებების ხარჯზე წმენდს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ღვიძლს;
  3. ამცირებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ოსტეოპოროზის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს;
  4. ბლოკავს სიმსივნური უჯრედების აქტივობასა და ზრდა-გამრავლებას;
  5. გვიმსუბუქებს მდგომარეობას კლიმაქსის დროს;
  6. აძლიერებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას, გვეხმარება უშვილობის დამარცხებაში;
  7. ამცირებს წნევას;
  8. ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას;
  9. სტიმულირებს ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
  10. აქვს გამაახალგაზრდავებელი გავლენა ჩვენი ორგანიზმის უჯრედებზე;
  11. ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის გამოფიტვის და ძალების დაკარგვის დროს;
  12. აძლიერებს არტერიებს, კაპილარების კედლებს და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას;
  13. თავიდან გვარიდებს გაცხიმოვნებას.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!