როგორ ვუმკურნალოთ კანზე გაჩენილ ყავისფერ ლაქებს

1463

კანზე ყავისფერი ლაქების გაჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს. ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა, ჰორმონალური დარღვევები და ორსულობა – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ამ პრობლემას პროვოცირებს.

მელაზმა ან მელანოდერმია – კანის გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც ჩვენი სახის კანის დიდი ნაწილი ყავისფერი წერტილებით, ლაქებით იფარება. პრობლემის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ მზეზე დიდი ხნით ყოფნაა, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მის განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს უსიამოვნო მოვლენა ყველაზე ხშირად ქალბატონებს აწუხებთ, განსაკუთრებით კი ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას? 

არსებობს სხვადასხვა პრეპარატები, რომლებიც მელაზმის სამკურნალოდ გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მათ შორის სააფთიაქო კრემები და გელებია, რომლებიც ქიმიურ კომპონენტს, ჰიდროხინონს შეიცავს.

ეს ქიმიური კომპონენტი ბლოკავს მელანინის ზედმეტ გამომუშავებას, რომელიც იწვევს კანზე ლაქების გაჩენას.

გარდა ამისა ხშირად გამოიყენება მელაზმის სამკურნალოდ შემდეგი პროცედურები: პილინგი, მიკროდერმაბრაზია და ლაზერული თერაპია.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალელებისა და პროცედურებისა, არსებობს საშინაო მეთოდი, რომელიც ხანმოკლე დროში შეამცირებს ლაქებს და მათ ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

თუ ლაქების ბოლომდე გაქრობა და მელაზმის დამარცხება გსურთ, მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. მკურნალობის საშინაო მეთოდი, რომლესაც ახლა გაგაცნობთ, შებიმსუბუქებთ მდგომარეობას და ყავისფერ წერტილებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, თუმცა მათ ბოლომდე ვერ გააქრობს.

თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ლაქების წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • 3 ს.კ. რძე (დაახ. 45 მლ)
  • 4 ს.კ. თაფლი (100 გრამი)
  • 2 ს.კ. ლიმონის წენი (30 მლ)

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის ერთგვაროვანი მასა.
  2. შეიზილეთ ის წრიული მოძრაობებით კანის პრობლემურ მონაკვეთებში, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  3. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში საშუალოდ 3-ჯერ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!