7 გავრცელებული სიზმარი და მათი მნიშვნელობა

4366

სიზმრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ქვეცნობიერი მოსალოდნელი საფრთხის ან ჩვენი ფარული სურვილებისა და მისწრაფებების შესახებ სწორედ სიზმრების მეშვეობით გვამცნობს.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ყველაზე გავრცელებულ სიზმარს და მათ ახსნას. ყური უგდეთ ყოველივე იმას, რის თქმასაც თქვენთვის თქვენივე ქვეცნობიერი ცდილობს.

1. წყალი

წყალი ჩვენს სიზმრებში ჩვენივე ამბიციების ანარეკლია. თუ გესიზმრებათ ოკეანე, ეს ნიშნავს, რომ დაუყონებლივ უნდა შეეშვათ ოცნებას და გადახვიდეთ მოქმედებაზე. თუ თქვენ პატარ წყარო, მდინარე ან სულაც გუბე გესიზმრებათ, ესეიგი საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული.

2. ყუთები

ეს ნიშნავს, რომ ხშირად იტყუებთ თავს და მალავთ თქვენს რეალურ ემოციებს. არსებობს რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელიც გტანჯავთ და მოსვენების საშუალებას არ გაძლევთ. თუ თქვენს სიზმარში ყუთები ყოველთვის ცარიელია, ესეიგი უახლოეს წარსულში დიდი იმედგაცრუება განიცადეთ. თუ დიდი რაოდენობით ყუთები ყოველგვარი წესრიგის გარეშე აქეთ-იქით არის მიმოფანტული, ეს ნიშნავს რომ ზედმეტად გადატვირთული ხართ და განტვირთვა ძალიან გჭრიდებათ.

3. ტელეფონი

თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ ტელეფონი გირეკავთ და თქვენ ზარს არ პასუხობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პიროვნების გარკვეული ნაწილი და ქვეცნობიერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ყური უგდეთ შინაგან მეს, რომელსაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული რჩევის მოცემა შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ქვეცნობიერის მოსმენა!

4. ფრენა

მიუხედავად იმისა, რომ ფრენა სიზმარში სასიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული, როგორც წესი, ასეთი ილუზია საფრთხის მომასწავლებელია. თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკან-უკან არ წავიდეს, დიწყეთ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა და ისწავლეთ თამამი ნაბიჯების გადადგმა. ფრენა სიზმარში ნიშნავს, რომ აუცილებლად გესაჭიროებათ როგორც პიროვნული, ასევე კარიერული ზრდა.

5. მთვარე

თუ ხშირად გესიზმრებათ ულამაზესი ციური სხეული, ეს ნიშნავს, რომ შემოქმედობითობის ნიჭით გამორჩეული ადამიანი ხართ, თუმცა ამას თავად ვერ ათვითცნობიერებთ. ნუ გაექცევით ბედს, მოკიდეთ ხელი ხელოვნებას, სიმღერას, ცეკვას, ხატვას, ძერწვას, ცადეთ მსახიობობა… თქვენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ, რომელსაც საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ჯერაც არ აღმოუჩენია.

6. გზები

გზა მოგზაურობის სიმბოლოა. თუ ხშირად გესიზმრებათ გზები, ეს ნიშნავს, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში დაუვიწყარი, საოცარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა გელოდებათ.

აუცილებლად დააკვირდით გზების ფორმასა და ტიპს. თუ გზა, რომელიც გესიზმრებათ, სწორი და თანაბარია, ესეიგი თქვენი ქვეცნობიერი კმაყოფილია თქვენს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებით. თუ სიზმარში ნანახი გზები არათანაბარია, ცხორების ამ ეტაპზე ბევრი სირთულის წინაშე დგახართ.

7. ყვავილები

სიზმარში ნანახი ლამაზი მცენარეები ახალი შესაძლებბლობების სიმბოლოა. თუ ყვავილები, რომლებიც გესიზმრებათ, ჯერ კიდევ გაუფურჩქნავია, ესეიგი თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც საოცარი ემოციებით იქნება აღსავსე. იმ შემთხვევაში, თუ სიზმრად ნანახი მცენარეები დამჭკნარი და ნაკლებად ლამაზი შესახედაობისაა, წინ დიდ განსაცდელს უნდა ელოდეთ.