ვაშლის ძმარი – პროდუქტი, რომელიც გამოიყენება კულინარიაში სოუსებისთვის, სალათებისა და კერძებისათვის საოცარი გემოსა და არომატის მისანიჭებლად. იცოდით, რომ ეს ხელმისაწვდომი, აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი გვეხმარება არაერთი პრობლემის გადაჭრასა და მრავალი დაავადების მკურნალობაში.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ვაშლის ძმრის ალტერნატიული გამოყენების რამდენიმე ძალიან სასარგებლო გზას. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
ფეხისგულების სოკოვანი ინფექცია
ქავილი, კანის დაბზარვა თითებს შორის, უსიამოვნო სუნი – კანის სოკოსათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები. ვაშლის ძმარი ძალიან დაგეხმარებათ პრობლემის შემსუბუქებასა და მკურნალობაში.
აავსეთ ტაშტი თბილი წყალით, დაამატეთ მასში ერთი ან ორი ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და მოათავსეთ ფეხები 20-30 წუთით. შეგიძლიათ უშუალოდ ვაშლის ძმარში კარგად დაასველოთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავოთ დაინფიცირებული მონაკვეთები.
რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება.
სასწრაფო დამხმარე კუჭის გაღიზიანების დროს
შეიძლება ცოტათი უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა კუჭის გაღიზიანებისა და საკვების მოუნელებლობის დროს ძალიან ეფექტური საშუალებაა წყალში დამატებული მცირეოდენი ვაშლის ძმარი. მიირთვით ეს სასმელი უსიამოვნო შეგრძნებებისას და მდგომარეობა მყისიერად გაგიუმჯობესდებათ.
თმის მოვლა
თმას დამატებით ბზინვარებას მიანიჭებთ, თუ ვაშლის ძმარს გამოიყენებთ. ნახევარი სუფრის კოვზი ძმარი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და გადაივლეთ ის თმაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ, რათა თმა უფრო ძლიერი და მოცულობითი გახდეს.
გარუჯვის დროს მიღებული დამწვრობა
თუ მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგად დამწვრობა მიიღეთ, ცადეთ აბაზანაში ერთი ჭიქა ვაშლის ძმრის დამატება. მდგომარეობა სწრაფად შეგიმსუბუქდებათ!
სლოკინი
თუ ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შეგაწუხათ და მხოლოდ სუნთქვის შეკავებით მას ვერ უმკლავდებით, დალიეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
წონის დაკლება
ზოგიერთი დიეტოლოგის რწმუნებით, ვაშლის ძმარი ძალიან გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში, რადგან მასში შემავალი მჟავა აქვეითებს მადას და თავიდან გვარიდებს სითხის შეკავებას სხეულში.
სახლის დალაგება-დასუფთავება
შეურიეთ ერტმანეთში თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი. მიღებული ხსნარი ჩაასხით სპრეი ბოთლში – საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოსა და ვანა-ტუალეტის დასუფთავებაში, მზად არის!
კანის მოვლა გაპარსვის შემდეგ
თუ გაპარსვის შემდეგ კანის გაუხეშების თავიდან არიდება გსურთ, სპეციალური გელებისა და ლოსიონების ნაცვლად გამოიყენეთ ვაშლის ძმარი. განაზავეთ ის ანალოგიური რაოდნეობით წყალით და დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი.
გულძმარვა
ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ მიიღეთ მცირეოდენი ვაშლის ძმარი, რათა თავიდან აირიდოთ საშინელი გულძმარვა. ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
ფეხების კრუნჩხვები
თუ ღამის საათებში ფეხების საშინელ ტკივილსა და კრუნჩხვებს გაუღვიძებიხართ, ვაშლის ზმარი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ძალიან გჭირდებათ. ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ერთი ან ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მომზადებული სასმელი მიირთვით დაძინების წინ.
როგორც ხედავთ, ვაშლის ძმარი მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!