
თუ ძლიერი ხველა გაწუხებთ, დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ – ის მყისიერად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და ხანმოკლე დროში ბოლომდე გაგათავისუფლებთ ხველისგან.
ბანანი – სწორედ ყველასათვის საყვარელი ეს არომატული ხილი გვეხმარება ბრონქიტისა და ხველის სწრაფად გამკლავებაში. მოცემული რეცეპტი არაჩვეულებრივია თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემისთვისაც და ფლობს კიდევ არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მოცემული საშუალებისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებში ხველის სამკურნალოდაც.
როგორ დავამარცხოთ ძლიერი ხველა სწრაფად
ინგრედიენტები:
- 2 ცალი საშუალო ზომის და კარგად მომწიფებული ბანანი
- 400 მლ მდუღარე წყალი
- 2 ს.კ. ნატურალური თაფლი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- აიღეთ 2 კარგად მომწიფებული ბანანი, გაასუფთავეთ და კარგად დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით (უნდა მომაზადოთ ბანანის პიურე).
- დაასხით მას 400 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით, თავდახურულ ჭურჭელში.
- გაგრილებულ მასაში დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ.
- ხველის სამკურნალო ნატურალური საშუალება მზად არის!
მიირთვით ეს საშუალება დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. 3-დან 7 დღემდე ვადაში ხველას ბოლომდე მოიშორებთ.
როგორც უკვე გითხარით, ეს ნატურალური საშუალება იძლევა მყისიურ შედეგს და მისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენი და ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ყველაზე მეტად არის დასუსტებული და გამოფიტული, სხვადასხვა ვირუსები კი თავს განუწყვეტლივ რეჟიმში გვესხმიან.
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!