რატომ უნდა მივირთვათ თაფლი ყოველდღიურად. 8 ცვლილება, რომელიც ამ დროს ორგანიზმში წარიმართება

12539

თუ თაფლი გიყვართ, ძალიან გაგიმართლათ! მეფუტკრეობის ეს პროდუქტი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა და აქვს საოცრად დადებითი გავლენა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე. თუ მას რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ ჯანმრთელობისათვის არაერთი უპირატესობის მიღებას.

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ თაფლი ყოველდღიურად

1. საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ კანის მდგომარეობა

თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და ცილებით. ამ პროდუქტის რეგულარულად მირთმევის შედეგად, ჩვენი სხეული იწმინდება ტოქსინებისა და წიდებისგან, რაც სასარგებლოდ ისახება კანის მდგომარეობაზე.

2. სტიმულირებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს

თუ ჭარბი კილოგრამების პრობლემა გაწუხებთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან შაქარი. მისი არაჩვეულებრივი ალტერნატივა თაფლია, რომელიც მწყობრში მოიყვანს სისხლში შაქრის დონეს და შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში. ვიტამინ B6-ის, ფოლიუმის მჟავის, C ვიტამინის, რკინის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, თუთიისა და ფოსფორის მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული პროდუქტი აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს.

3. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

ილიონისის შტატის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების თანახმად, თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც სისხლში ქოლესტერინის დონის მატება აღენიშნებათ. მოცემული პროდუქტი ეფექტურად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

4. აძლიერებს გულის კუნთს

ანტიოქსიდანტები, რომელთაც თაფლი ჭარბად შეიცავს, თავიდან გვარიდებს ქოლესტერინის საცობების ფორმირებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს გულის კუნთს.

5. აუმჯობესებს მეხსიერებას

თაფლი უმარტივებს ჩვენს ორგანიზმს კალციუმის ათვისების პროცესს – მინერალი, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი თავის ტვინის ფუნქციონირებაზე. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ მეხსიერების დაქვეითების თავიდან არიდებას, რაც ხანდაზმულებში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

6. ამარცხებს უძილობას 

დიახ, თაფლი დაგეხმარებათ უძილობის დამარცხებაშიც. შაქრის მსგავსად, მოცემული პროდუქტი განაპირობებს ინსულინის დონის მატებას და სტიმულირებს სეროტონინის გამოთავისუფლების პროცესს – ჰორმონი, რომელიც გვიუმჯობესებს განწყობას.

7. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

თაფლი ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. მიირთვით ის ყოველ დილას 1 კოვზის ოდენობით, რათა გაიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა და თავიდან აირიდოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის არაერთი პრობლემა. გარდა ამისა, თაფლი კუჭში მოხვედრისას გვიწყობს ხელს ლორწოვანი გარსის ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებაში.

8. ამარცხებს სტრესსა და დეპრესიას

როგორც უკვე ვახსენეთ, თაფლი სტიმულირებს სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამოთავისუფლების პროცესს, რაც დადებითად ისახება ჩვენს განწყობაზე. თუ უხასიათობამ შეგაწუხათ, აუცილებლად მიირთივთ ეს ნატურალური პროდუქტი.

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს ერთი უბრალო პროდუქტი, არა? თაფლის სამკურნალო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მას გავაერთიანებთ ისეთ სასარგებლო პროდუქტთან, როგორიც ნიორია.

თაფლი და ნიორი – კომბინაცია მრავალი პრობლემის წინააღმდეგ

ნიორი – ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც უძლიერესი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. ამ ორი პროდუქტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას, რომელიც თავიდან აგარიდებთ არაერთ სერიოზულ დაავადებას.

ინგრედიენტები:

  • 3-4 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის ჭიქა ნატურაური თაფლი

ინსტრუქცია:

  1. ჩაასხით თაფლი მინის ქილაში, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და კარგად ამოურიეთ.
  2. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ გრილ ადგილას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.
  3. იმისათვის, რომ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, დაიწყეთ ამ საშუალების მიღება ყოველ დილას, უზმოზე ერთი ჩაის კოვზის ოდნეობით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!