ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტოქსინების გაფილტვრაზე და სისხლის გაწმნდაზე, არამედ ჰორმონალურ ფონის მოწესრიგებაზე და საკვებიდან ათვისებული სასარგებლო კომპონენტების მთელ სხეულში განაწილებაზე.
მავნე ჩვევებისა და ცხოვრების თანამედროვე, ნაკლებად ჯანსაღი სტილის შედეგად, ჩვენი ღვიძლი ძალიან ბინძურდება, ზიანდება და თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეფერხებები მის მუშაობაში.
სავალალო შედეგები თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა შევძლოთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების დროულად გამოვლინება.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ორგანიზმი გვიგზავნის შესაფერის ნიშნებსა და სიგნალებს, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და სტატიაში წარმოდგენილი ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმაართეთ ექიმს. თუ საჭირო ზომებს დროულად მიიღებთ, პრობლემას გაცილებით მარტივად გაუმკლავდებით, ვიდრე დაგვიანებული მკურნალობის შემთხვვაში.
როგორ ამოვიცნოთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები?
დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:
- ფრჩხილების გაფერმკრთალება ან ყვითლად შეფერვა;
- სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სილურჯეების გაჩენა;
- კანისა და თვალების სიყვითლე;
- მუცლის ტკივილი და შებერილობა;
- კიდურების შეშუპება;
- კანის ქავილი;
- შარდის გამუქება;
- კუპრისფერი ან სისხლიანი განავალი;
- ქრონიკული დაღლილობა;
- ღებინებისა და თავბრუსხვევის ხშირი შეგრძნება;
- მადის დაკარგვა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გმოიკვლიეთ თავი. გარდა ანალიზების გაკეთებისა და მკურნალობის შესაბამისი კურსის გავლისა, აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენს კვებას. გაამდიდრეთ რაციონი ახალი ხილითა და ბოსტნეულით, მაქსიმალურად მოერიდეთ რაფინირებულ, ტექნოლოგიურად დამუშავებულ პროდუქტებს – მხოლოდ ასე შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას და სერიოზული გართულებების თავიდან არიდებას.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი?
აუცილებად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
- მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი.
- გადადით ორგანულ საკვებზე და მაქსიმალურად მოერიდეთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.
- საერთოდ აკრძალეთ ნებისმიერი ტიპის რაფინირებული შაქარი.
- დაარეგულირეთ თქვენი რაციონი – მიირთვით სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები, ფერმენტირებული საკვები, თხილეული, გაღვივებული მარცვლები, მცენარეული წარმოშობის ცილები და ა.შ.
- მიირთვით დიდი რაოდნეობით მწვანე ფერის ბოსტნეული, რათა მოამარაგოთ სხეული B, C და K ვიტმაინებით, მაგნიუმითა და ფოლატით.
- გაამდიდრეთ რაციონი კომბოსტოთი, ბროკოლით, ისპანახით, ხახვით, ნივრითა და კვერცხით, რათა შეავსოთ ორგანიზმში გოგირდის მარაგი.
- საერთოდ აკრძალეთ რაფინირებული ზეთები, რომლებიც პროვოცირებს ანთებას.
- გაზარდეთ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტების მიღება, რათა გაიჯანსაღოთ და გაიწმინდოთ ღვიძლი. ასეთი პროდუქტებია: ჭარხალი, ოხრახუში, ისპანახი, კვერცხი, ქათმის ხორცი, კომბოსტო და ა.შ.
- არ დაივიწყოთ არტიშოკი, ავოკადო, ჩიასა და სელის თესლი და საკვები უჯრედისით მდიდარი სხვა პროდუქტები.
- აუცილებლად მოერიდეთ ალკოჰოლს. უმჯობესი იქნება, თუ მას საერთოდ აკრძალავთ.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნება. აუცილებად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და რეკომენდაციები, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე.
თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!