უკვე საკმაოდ დიდი ხანია, კოსმეტიკურ და სააფთიაქო თავის მოსავლელ საშუალებებზე უარი ვთქვი, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
გარდა იმ ფაქტისა, რომ დარეკლამებული კოსმეტიკური პროდუქცია საკმაოდ ძვირად ფასობს, ხშირ შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად უსარგებლოა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საკმაოდ სოლიდურ თანხას კომსეტიკურ პროდუქტში ვიხდით, ის კი სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს, არა?
საერთოდაც, რატომ უნდა ვფლანგოთ რეგულარულად არც თუ ისე მცირე თანხა დარეკლამებულ კოსმეტიკურ პროდუქციაში, თუ ბიუჯეტური საშუალებებისგან ეს პროდუქცია მხოლოდ სასიამოვნო და მიმზიდველი არომატით განსხვავდება? რა თქმა უნდა, ამ არომატის მისაღებად მავნე ქიმიკატები გამოიყენება.
ნიკოტინის მჟავა – იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომლის შეძენასაც ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. როდესაც საუბარი თავის მოვლაზე მიდის, ნიკოტინის მჟავა სწორედ ის პროდუქტია, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ნიკოტინის მჟავა, იგივე ვიტამინ PP, ადამიანის ორგანიზმისთვის? თუ მისი დეფიციტი გაწუხებთ, ეს უსიამოვნო პრობლემები თქვენთის კარგად ნაცნობი იქნება:
- თავის ხშირი ტკივილი და ღებინების შეგრძნება;
- საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- კანის გამოშრობა;
- ნაოჭების ნაადრევად გაჩენა;
- ძლიერი სისუსტე და უძილობა.
რატომ უნდა გამოვიყენოთ ნიკოტინის მჟავა კანის მოსავლელად? თუ ამ საშუალებას საშინაო ნიღბებში დაამატებთ, მიიღებთ არაერთ უპირატესობას, უფრო კონკრეტულად კი:
- სისხლძრღვები გაფართოვდება და მოწესრიგდება კანის სისხლით მომარაგების პროცესი;
- ანთება საგრძნობლად შემცირდება;
- კანი დაიბრუნებს ტენის შენარჩუნების უნარს და აღარ გამოშრება;
- კანის ტექსტურა და ფერი ხანმოკლე დროში გაუმჯობესდება;
- ნაოჭები, ლაქები და კანის სხვა მსგავსი დეფექტები მინიმალურ ვადაში ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
როგორ გამოვიყენოთ ნიკოტინის მჟავა კანის მოსავლელად?
გთავაზობთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ რეცეპტს. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი საშინაო საშუალება და შეუდექით რეგულარული პროცედურების ჩატარებას დღეიდანვე. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები ძალიან მალე თვალსაჩინო გახდება.
1. ალოეს წვენი
ნიკოტინის მჟავის 2 ამპულა დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ ალოეს წვენს და მოურიეთ. წაისვით მზა საშუალება წინასწარ კარგად გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყალით.
2. ჯანჯაფილის ნიღაბი
1 ს.კ. წვრილად გახეხილ ნედლ ჯანჯაფილს დაუმატეთ 2 ამპულა ნიკოტინის მჟავა და კარგად მოურიეთ. ბამბის დისკი ჩაალბეთ ამ ნაზავში და შეუდექით სახის კანის დამუშავებას (მოერიდეთ კანს თვალების გარშემო). დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჯანჯაფილისა და ნიკოტინის მჟავის ნაზავი ძალიან ეფექტური საშუალებაა ლაქების გასაღივებლად და ბოლომდე გასაქრობად.
3. გამათეთრებელი ნიღაბი
კანი რომ გაიღიავოთ და მისი ტონი გაითანაბროთ, მოამზადეთ შემდეგი საშუალება: შეურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 5 წვეთი ნიკოტინის მჟავა. მზა ნარევი წაისვით სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
4. აღმდგენი კრემი
სახის კანის მოსავლელ კრემში, რომელსაც რეგულარულად იყენებთ, ჩაამატეთ ნიკოტინის მჟავის 1 ამპულა და C ვიტამინის ნახევარი ამუპლა. საღამოს, დაძინების წინ წაისვით ეს საშუალება წინასწარ კარგად გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ მთელი ღამით.
5. თმის ნიღაბი
თმის ზრის პროცესს რამდენჯერმე დაიჩქარებთ, მის საფარს გაცილებით სქელსა და მოცულობითს გახდით, თუ თავის კანს პერიოდულად ნიკოტინის მჟავით დაიმუშავებთ. უბრალოდ შიეზილეთ ეს საშუალება თითის ბალიშებით კანში, გაიჩერეთ 25-30 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. სასიამოვნო ეფექტი პირველივე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინო იქნება.
ნიკოტინის მჟავა უკუჩვენებითი შეიძლება აღმოჩნდეს:
- ფეხმძიმე ქალბატონებისთვის;
- ალერგიული ადამიანებისთვის;
- დიაბეტიკებისთვის;
- პაციენტებისთვის, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებთ.
როგორც ხედავთ, ნიკოტინის მჟავა მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის შეძენასაც შეძლებთ უახლოეს აფთიაქში ხელმისაწვდომ ფასად.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!