კანი თვალების გარშემო ძალიან ნაზი და სათუთია, რის გამოც ის განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს.
მიმიკური ნაოჭების გაჩენა თვალების გარშემო ძალიან ხშირია. თუ ამ ნაოჭების გაღრმავების თავიდან არიდება და მათი ზომაში შემცირება გსურთ, მიმართეთ დახმარებისათვის ნატურალურ საშუალებას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო?
ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- 0,5 ჩ.კ. მცენარეული ზეთი
- 2 წვეთი ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთში.
- მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თვალების გარშემო და მოითმინეთ 15 წუთი.
- მოიშორეთ ის წყალში კარგად დატენანებული ბამბის დისკით, შემდეგ კი დაიმუშავეთ კანი ძალიან მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთით.
- 15 წუთის შემდეგ გაისუფთავეთ კანი მშრალი ხელსახოცით.
ჩაიტარეთ პროცედურა კვირში მინიმუმ 2-ჯერ, რათა გახადოთ ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი და თავიდან აირიდოთ მათი გაღრმავება.