ჩაიტარეთ მარტივი პროცედურა კვირაში 3-ჯერ, რათა რეალურ ასაკთან შედარებთ 10 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ

4343

იცით, რა წარმოადგენს კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს? ტენის ნაკლებობა! კანის გაუწლოების, დეჰიდრარტაციის დროს მისი დაბერების პროცესი რამდენჯერმე ჩქარდება, რაშიც იგულისხმება ტონუსის დაკარგვა და ნაოჭების გაჩენა.

პრობლემის გადასაჭრელად და მისი თავიდან ასარიდებლად რეკომენდირებულია დილის დაწყება მარტივი პროცედურით: მშრალი, ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი კანი დაიბანეთ თბილი რძით. ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში, ჩაანაცვლეთ რძე კეფირით. პროცედურის შემდეგ არ არის რეკომენდირებული სახის ჩამობანვა წყლით. უბრალოდ შეიმშრალეთ კანი ხელსახოცის გამოყენებით. რძემჟავის შემცველი პროდუქტები უბრუნებს კანს ნათელ ფერს, გვაშორებს ლაქებს და აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებს.

კანის დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებში

რეცეპტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, დაგეხმარებათ კანთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრაში. მდოგვი – სახის კანის მოსავლელი ნიღბის ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც სრულფასოვნად დაატენიანებს და განაახლებს კანის პრაქტიკულად ყველა უჯრედს. მდოგვის ფხვნილი მდიდარია B, A, D და E ჯგუფის ვიტამინებით. თითოეული ეს ვიტამინი აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ თბილი წყალი;
  • 2 ჩ.კ მცენარეული ზეთი;
  • 1 ჩ.კ მოდგვის ფხვნილი.

ინსტრუქცია:

1. შეურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთსი.

2. არაჟნის კონსისტენციის მქონე მიღებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამატენიანებელი ნიღაბი ვაშლისგან და სტაფილოსგან

ხილის მჟავები ჩვენს კანს მომენტალურად გარდასახავს! ამ იაფი საშუალების დახმარებით თქვენ ხანმოკლე დროში დაუბრუნებთ საკუთარ კანს ახალგაზრდულ იერს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნახევარი უმი სტაფილო;
  • ნახევარი უმი ვაშლი.

ინსტრუქცია: 

1. გახეხეთ წვრილ სახეხზე ორივე ინგრედიენტი. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა.

2. წაისვით ეს საშუალება სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამატენიანებელი ნიღაბი ხაჭოსა და რძისგან

ეს რეცეპტი წარმოუდგენლად ეფექტურია სახის კანის დასატენიანებლად. რეკომენდირებულია ნატურალური, ცხიმიანი ხაჭოს გამოყენება. თუ თქვენ ალოე ვერას წვენი არ მოგეპოვებათ, ამაში საგანგაშო არაფერია. ჩაანაცვლეთ ის თბილი წყალში გახსნილი ლიმონის წვენით.

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ ხაჭო;
  • მცირეოდენი რძე;
  • მცირეოდენი ალოე ვერას წვენი.

ინსტრუქცია:

1. მოცემული რაოდენობით ცხიმიან ხაჭოში ჩაამატეთ იმ რაოდენობით რძე, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.

2. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩმოიბანეთ თბილი წყლით. გამშრალებული სახე დაიმუშავეთ ალოე ვერას მცირეოდენი წვენით.

ამოირჩიეთ ჩამოთვლილი რეცეპტებიდან სასურველი და ჩაიტარეთ შესაბამისი პროცედურები კვირაში სამჯერ. ხანმოკლე დროში თქვენი კანი საოცრად გლუვი და ლამაზი გახდება!