სამკურნალო სასმელი ქალბატონებისათვის. წელის გარშემოწერილობა შემცირდება, კანი კი ბზინვას დაიწყებს

936

სელის თესლი ვიტამინების, მინერალების, ცხიმოვანი მჟავებისა და ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა. სელის თესლი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას, წმენდს ნაწლავებს, ამარაგებს ორგანიზმს ლეციტინით. სელის თესლი ასწრაფებს ცხიმების წვას და მოგაშორებთ ზედმეტ წონას.

შემოგთავაზებთ სელის თესლის ჩაის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ წონის დაკლებას. ჩაის მიღება რეკომენდებულია წყლულების, გასტრიტის, ცისტიტისა და ბუასილის მქონე ადამიანებისთვის.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1 ლ
  • სელის თესლი 3 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. სელის თესლი ჩაყარეთ თერმოსში ან მინის თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ. მიიღებთ ბლანტ სითხეს. სასურველია, მოამზადოთ ახალ-ახალი.
  2. 150-150 მლ დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 10 დღე. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და სასურველი შედეგის მიღებამდე კვლავ გაიმეორეთ.

სელის ჩაის მიღების დროს აუცილებელია დალიოთ საჭირო რაოდენობის წყალი.

სელის ჩაი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. მოცემულის ჩაის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმელებში კენჭები და ღვიძლის პრობლემები აქვს.