ზაფხულის სეზონი ახლოვდება და დაბზარული ქუსლები გაშინებთ? გამოსავალი მარტივია

0
343

დაბზარული ქუსლები საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც გიქმნით დისკომფორტს, ახლავს ტკივილი. ნახეთქების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს გამომშრალი კანი, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ძალიან ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, არასათანადო ჰიგიენა.

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო საშუალებაა საკვები სოდა. სოდა აშორებს მკვდარ უჯრედებს, არბილებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან.

დაგჭირდებათ:  

  • ცხელი წყალი 4-5 ლ
  • სოდა 3 ს. კ.
  • პემზა
  • ქოქოსის ზეთი (ზეითუნის ზეთი) ან ლოსიონი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თასში ჩაასხით თბილი წყალი, შეურიეთ 3 ს. კ. სოდა, ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ ქუსლები კარგად  გაიხეხეთ პემზის ქვით.

პროცედურის ბოლოს წაისვით ფეხის ლოსიონი ან ქოქოსის ზეთი. სასურველია, თუ გამოიყენებთ ქოქოსისა (ან ზეითუნის) და ლავანდის ზეთების კომბინაციას. აუცილებლად ამოიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამე.

პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე რეგულარულად, კვირაში 3-ჯერ. შედეგად მიიღებთ რბილ და გლუვ ქუსლებს.